x
ნიკოლო მაკიაველი-ქველი მთავარი,მაკიაველის მიხედვით

ნიკოლო მაკიაველი აღორძინების ხანის დიდი იტალიელი მოაზროვნე, ისტორიკოსი, სამხედრო და პოლიტიკური თეორეტიკოსი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰუმანისტი. "მთავა

image

რი" მაკიაველის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახელმოხვეჭილი წიგნია, რომელიც ავტორმა ფლორენციის მმართველს-ლორენცო მედიჩს მიუძღვნა.წიგნში წარმოდგენილია მაკიაველის ხედვა თუ როგორი უნდა იყოს მთავარი და რა თვისებები უნდა ჰქონდეს რათა იყოს გამორჩეული.მაკიაველის აზრით მთავარი უნდა იყოს ლომივით ძლიერი და მელასავით ცბიერი, რადგან ამ თვისებათა ერთობლიობა არის მთავრის სიბრძნისა და დღეგრძელობის მაჩვენებელი.მთავარს ორივე თვისება სჭირდება, როგორც ძლიერება ისე ცბიერება, რადგან ხალხის ბედი მის ხელშია.ის, რომ ხალხის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული მმართველის და ამავე დროს სახელმწიფოს ბედთან, არის მაკიაველისა და ზოგადად პოლიტიკური რეალიზმის ამოსავალი წერტილი.უნდა გვახსოვდეს რომ არსებობს ბრძოლის ორი სახე: ერთია ბრძოლა კანონების, ხოლო მეორე ძალის მეშვეობით.მაგრამ რაკი პირველი არასაკმარისია უნდა მივმართოთ მეორეს.ამიტომ მთავრისთვის აუცილებელია თანაბარი წარმატებით იბრძოდეს როგორც მხეცი და როგორც კაცი.მთავარი სხვას უნდა ამბობდეს და სხვას უნდა აკეთებდეს."ყოველი მთავარი უნდა ცდილობდეს გულმოწყალე და არა სასტიკი კაცის სახელი მოიხვეჭოს, მაგრამ უთავოდ არ უნდა იყენებდეს", მაგრამ ხშირად მხოლოდ გულმოწყალება არაა საკმარისი იმისათვის, რომ იყო ძლიერი.თუმცა შეიძლება სიძლიერე განპირობებული იყოს შინაგანი სისუსტით, რომელსაც გულმოწყალება ჰქვია, რადგან არ შეიძლება იყო კეთილი და ამავე დროს იყო ბოროტი.ხშირად შეიძლება სიკეთემ უფრო მეტი ძალაუფლება გვაჩვენოს ვიდრე ბოროტებამ.მაგ: მთავრის მიმართ ქვეშევრდომებს შეიძლება ჰქონდეთ ორი გრძნობა:სიყვარული და შიში.პირველი სიქველეზე იქნება აგებული ხოლო მეორე სისატიკეზე.თუმცა, მაკიაველი რეკომენდაციას აძლევს შიშს ე.ი სისასტიკეს.. :"რა ჯობს, უყვარდე თუ ეშინოდეთ შენი?რაზედაც უპასუხებენ რომ სასურველია ერთიც და მეორეც, მაგრამ რადგან ორივეს შეთავსება ძნელია, ამიტომ, თუკი იძულებული იქნები ერთერთზე უარი თქვა, გაცილებით გიჯობს შიშს უნერგავდე ხალხს და არა სიყვარულს".შიშის წყარო არის მოვალეობა, მას მხოლოდ სიყვარული ემყარება, შიშის წყარო საჯელია ამიტომ მაკიაველი ამართლებს ქვეშევრდომთა მიმართ სისატიკეს...მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სისასტიკე უნდა იყოს ერთჯერადი რათა ხალს გონზე მოსვლის საშუალება არ ჰქონდეს რადგან ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანოს, ხოლო "ქველმოქმედება კი ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით უნდა გამოავლინო, რათა ხალხმა უკეთ შეძლოს მისი შეცნობა".ამრიგად სისასტიკე ერთგვარი აუცილებლობაა იმისათვის რომ ხალხზე მოახდინო გავლენა, მაგრამ არა მთავარი აუცილებლობა რადგან მის გვერდით ყოველთვის უნდა იყოს სიკეთე რათა გადაფაროს ბოროტება, რომელსაც სისასტიკეს ვუწოდებთ." არ არის აუცილებელი, ხელისუფალი ყველა კეთილ თვისებას ფლობდეს, მაგრამ არის პირდაპირი აუცილებლობა იმისა, რომ მათ მფლობელად გამოიყურებოდეს".პოლიტიკის წარმართვა არ უნდა ეფუძნებოდეს მორალს, რადგან ზნეობრივი ნორმები და მორალი სახელმწიფოს ემორჩილება.სწორედ ამის საფუძველზე მაკიაველი უწესებს ლიდერს მის უფლება მოვალეობებს, რომ ის ქრისტიანული ეთიკის მიხედვით სარგებლობდეს, და მისი უმთავრესი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაცვასა და გადარჩენას უნდა ეფუძნებოდეს. მაკიაველი მთავარს აყენებს არა საკუთარი თავის, ან რეჟიმის სამსახურში, არამედ ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დამცველად.ამრიგად, სახელმწიფოს რეალური საყრდენი უკვე რელიგია კი არ არის, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური ინტერესების ერთიანობა.

0
1994
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:piradimosazrebebi
piradimosazrebebi
1994
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0