x
image
ანარქია
Mediator image
საინტერესო ფაქტები ჩაის შესახებ

imageჩაი რამდენიმე სახეობის არსებობს და განსხვავებული სარგებელიც მოაქვს ჯანმრთელობისთვის.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჩაი ჩინური და ჰუნ პაოა. 2010 წელს 50 გრამი და ჰუნ პაო აუქციონზე 20 ათას ევროდ გაიყიდა.
მწვანე ჩაი - ახანგრძლივებს სიცოცხლეს, გიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან, ამცირებს ორგანიზმში ქოლესტეროლის მომატებულ დონეს, იცავს ფილტვებს სიგარეტისა და მისი გამონაბოლქვისგან, აგრეთვე იმ მავნე ნივთიერებებისგან, რომელიც ხვდება მწეველი ან პასიურად მწეველი ადამიანების ფილტვებში.
ხელს უწყობს ძვლების დაცვასა და მათ აღდგენას, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს და იცავს მას სხვადასხვა დაავადებისგან.
საფრანგეთში ჩაის პოპულარიზაციას ხელი კარდინალმა მაზარინიმ შეუწყო, რომელიც ჩაის სამკურნალო საშუალებად იყენებდა და ერთ-ერთ წვეულებაზე მეფეს შავი ჩაი აჩუქა. ამის შემდეგ ჩაი საფრანგეთში მოდური სასმელი გახდა. შავ ჩაის უფრო ძლიერი და ტრადიციული გემო აქვს. რამდენიმე კვლევით უკვე დადასტურდა, რომ შავი ჩაი ამცირებს ინსულტის, გულის შეტევისა და სისხლძარღვთა დაავადების რისკებს. მას ასევე შეუძლია მოაწესრიგოს სისხლის მიმოქცევის პროცესი სისხლძარღვებში და დაარეგულიროს წნევა.
თეთრი ჩაი - ყველაზე ნაკლები რაოდენობით შეიცავს კოფეინს და მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ამ ტიპის ჩაი მსუბუქი არომატით გამოირჩევა და ხშირად გამოიყენებენ, როგორც დელიკატურ დესერტს.

0
56
5-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0