x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
AUDI -ის ისტორია

image1899 წელს, აუგუსტ ხორხორმა ქ. კიოლნში დააარსა AUDI AG . იმ დროისთვის კომპანიას Horch&Cie. Motorwagen Werkeერქვა. მოგვიანებით ხორხი ქ ცვიკაუში გადავიდა, სადაც მისი ფირმა აქციონერთა საზოგადოებად გადაკეთდა. იმის გამო რომ სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოს შორის უთანხმოება წარმოიქმნა, 1909 წელს ხორხმა დატოვა წარმოება, და მეორე საავტომობილი კომპანია დაარსა. ვინაიდან მისი გვარი უკვე ფიგურირებდა ძველი კომპანიის სახელწოდებაში და დაცული იყო სამარკო ნიშნით, ახალი ფირმის სახელწოდებად ხორხმა თავისის გვარის ლათინური თარგმანი გამოიყენა. ამგვარად გერმანული "horch" ("მისმინე"), შეცვალა ლათინურმა "audi"-მ . პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ხორხი ჩამოშორდა საავტომობილო ბიზნესს და ბერლინში განაგრძო მუშაობა დამოუკიდებელ საავტომობილო ექსპერტად.
მიუხედავად დიდი წარმატებისა, მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიამ შეწყვიტა ავტომობილების წარმოება და მთლიანად იარაღების წარმოებაზე გადავიდა.ომის დასრულებისას კომპანია კვლავ ავტომობილების წარმოებას შეუდგა. მისი სახელწოდება ამჟამად Auto Union GmbH-ით შეიცვალა.1954 წ. კომპანიის აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი ფრიდრიხ ფლიკის ხელში აღმოჩნდა. 1958 წ.აქციონერთა კომპანიამ Daimler-Benz AG, შეისყიდა Auto Union-ის აქციების 88%, მომდევნო წელს კი სრული პაკეტის მფლობელი გახდა.პირველი მოდელი - Audi Type, ბაზარზე 1965 წ. გამოჩნდა. ამ წელსვე კომპანია ჯგუფ Volkswagen-ის ნაწილი გახდა. 1968 წ. გამოვიდა პირველი Audi 100.1969 წელს Volkswagenwerk AG, Auto Union GmbH და NSU Motorenwerke AG-ის შერწყმის შედეგად ახალი კომპანია შეიქმნა, რომელმაც მიიღო - Audi NSU Auto Union AG.-ის სახელწოდება. ამ კომპანიის მიერ წარმოებული პირველი ავტომობილი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა - Audi 80 (სერია B1) იყო.

1985 წელს კომპანიას AUDI AG ეწოდა. ახალმა კოპანიამ მსოფლიოს წარუდგინა ისეთი ცნობილი მოდელები როგორიცაა: Audi Coupe GT, Quattro, A3, A4, S4 Avant, A5, A6, A8, TT, R8, Q5, Q7
კომპანიის ოფიციალური საიტია www.audi.com

0
466
6-ს მოსწონს
ავტორი:ზაზა ძაძამია
ზაზა ძაძამია
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0