ეს მართლაც გულისდამწველი ისტორიაა:ადამ კუსლერის 2 წლის გოგონა სიმსივნისგან მძიმედაა დაავადებული.მისი გამოჯანმრთელების შანსი 50 პროცენტამდეა.გოგონა გაუსაძლისი ტკივილებისაგან იტანჯება და ავსტრალიის მშობლიური ქალაქის საავადმყოფოში ყოველდღიურად ებრძვის მძიმე სენს.მშობლებისათვის წარმოუდგენელი სატანჯველია შვილის ასეთი მდგომარეობის მშვიდად ყურება, სწორედ ამიტომ გოგონას მამამ უჩვეულო გამოსავალი მოიფიქრა და გოგონას ტკივილის შესამსუბუქებლად კანაფის ზეთით უმკურნალა.მძიმე ავადმყოფის მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა.მამამ ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუსი განაცხადა: “სიმსივნესთან მებრძოლე პატარა სხეულმა გამოცოცხლება დაიწყო.გოგონამ თქვა:“მამიკო, მუცელი აღარ მტკივა".და მან დაიწყო ჩემპიონივით ჭამა და წონაში მატება". პატარა თამაშის ხასიათზეც კი მოვიდა.გოგონას მდგომარეობა უკვე საიმედო გახდა და აი, სწორედ ამ დროს კვლავ შოკი: ადამ კუსლერი საავადმყოფოშივე დააკავეს სამართალდამცავებმა.მიზეზი მარტივი:16 წლამდე პირისათვის საშიში ნარკოტიკის მიცემა.ამისათვის, ავსტრალიის კანონის თანახმად, პატიმრობაა გათვალისწინებული.
თუმცა იუსტიციის უგულობის წინააღმდეგ დიდი გალაშქრება მოხდა.ონლაინ-პეტიციაზე 70 000-მა ადამიანმა მისცა ხმა ადამ კუსლერის სასარგებლოდ.ისინი მოუწოდებენ პრემიერმინისტრსა და იუსტიციის მინისტრს, რომ დაუშვან გამონაკლისი, მძიმედ დაავადებული გოგონასათვის ამ სიტუაციაში მამის მოშორება ყოვლად დაუშვებელია, -ფიქრობენ ადამ კუსლერისა და მისი გოგონას ინტერნეტ-მხარდამჭერები.
შეძლებს თუ არა მამა საკუთარ გოგონასთან მალე დაბრუნებას, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, ამასობაში კი პატარას მდგომარეობა კვლავ გაუარესდა და ექიმები მას კანაფის ნაცვლად მორფინით უმსუბუქებენ ტკივილს.