x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ იგებენ ჰაკერები თქვენს პაროლს
imageჰაკერს შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს იმისთვის, რომ გატეხოს თქვენი ელ-ფოსტა ან ნებისმიერი სოციალური ქსელის გვერდი.ვირუსი შექმნა ძალიან მარტივია, უბრალოდ ჰაკერი გადმოწერს იმ პროგრამას, რომელიც ჰაკერისთვის საჭირო ინფორმაცია იქნება ჩატვირთული.მასში უბრალოდ უნდა მიუთითოს რომელი პროგრამებიდან ჭირდება პაროლი და სად გაგზავნოს მიღებული რეზულტატი.


imageშემდგომ მიღებული ფაილი მყისვე ვირუსი ხდება, ანტივირუსი მას "წაეჩხუბება", ამიტომ არსებობს სხვა პროგრამები, რომელსაც "კრიპტორები "ჰქვია, ეს პროგრამა ვირუსს უხილავს ხდის, ამიტომ ანტივირუსი მას ვეღარ პოულობს.


ამიტომ ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოთ რა ფაილს ხსნით.ვირუსების უმეტესობა არის «.exe» ფორმატის.ასეთი ვირუსი ხშირად სხვა პროგრამებზეა მიბმული.პროგრამის გაშვებისას ხშირად მომხმარებელი მას ვერ ამჩნევს.


საშიში პროგრამა ყველაგან შეიძლება იყოს.მაგალითად: შეხვედით რომელიმე საიტზე, და კომპიუტერმა დაგიწეროთ:"შეცდომა", განაახლეთ "Flash Player–ი, ან მსგავსი რამ.გამოუცდელი მომხმარებელი უმალ აჭერს "გადმოწერას" და პროგრამის დაყენებას.ამის შემდეგ რა მოხდება არავინ იცის.შეიძლება უბრალოდ დაგიწეროთ "შეცდომა" ან საერთოდ არაფერი მოხდეს.მთვარია ის, რომ უკვე ჰაკერთან გადაბარგდება თქვენი ყველა პაროლი.


ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი ჰაკერისთვის მაინც თქვენი ყულაბა იქნება: Webmoney ან Qiwi.


ბოლოს მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რომ არ გახდეთ ჰაკერის მსხვერპლი:


1)არასდროს გახსნათ ის ბმული, რომელსაც უცნობი ადამიანი გიგზავნით.(ან ხშირია შემთხვევები "მაგარი ნაშა" გიგზავნით წერილს:"როგორ ხარ?" ან სხვა რეპლიკით)


2)თუ რომელიმე საიტი გთვაზობთ რომელიმე პროგრამის განახლებას(გიწერს:მოძველებულია, გადმოქაჩეთ განახლებული ვერსია), ჯერ შედით ამ პროგრამის ოფიციალაურ საიტზე და დააზუსტეთ არსებობს თუ არა ახალი ვერსია.


3)ანტივირუსი ყოველთვის ჩართული გქონდეთ.


4)შეამოწმეთ გადმოსაქაჩი პროგრამის მოცულობა. თუ ის ძალიან მცირეა შეშფოთების საფუძველს იძლევა.


5)თუ ზუსტად დარწმუნებულ არ ხართ უსაფრთხოა თუ არა გადმოსაქაჩი პროგრამა, ჯერ VirusTotal-ზე ჩატვირთეთ. ის აუცილებლად გაჩვენებთ ფაილი თუ დაზიანებულია.

5
2217
13-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2217
  
2016, 25 ივლისი, 10:14
სასარგებლოა!
2015, 22 იანვარი, 14:07
არა უშავს რომ გადააყენებ ვინდოუსს აღარ გააკეტებ მაგას..მეც მომსვლია მასე,,განსაკუთრებით პროგრამების გადმოწერისას...
2015, 22 იანვარი, 14:02
მომეშალა უკვე ნერვები!!! აქამდე მაინც დაგეწერა ეს სტატია :(
2015, 22 იანვარი, 13:58
ჩემთან ხშირად მოდის თუნდა ამ ფლეშ ფლეიერზე ახალი ჩამოტვირთეთო მე კი დავაწვები ჩამოსატვირთად ნახევარი თითქოს ჩამოიტვირთა და მერე მიწერს შეცდომაო :( აღარასოდეს ჩამოვტვირთავ რაც მაქვს ისიც საკმარისია :(
0 1 5