კინო ზაზა ურუშაძის "მანდარინები" ოსკარის ნომინანტია! 2015, 16 იანვარი, 12:18 ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ფილმი "მანდარინები" ოსკარის ხუთ ნომინანტს შორის აღმოჩნდა, რომლებიც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ტიტულისათვის იბრძოლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ქართველი რეჟისორის გადაღებულია და როლებსაც ძირითადად ქართველი მსახიობები ასრულებენ, ფილმი ოსკარის ცერემონიაზე ესტონეთის სახელით წარსდგება. საუკეთესო უცხოენოვან ფილმზე ასევე ნომინირებულები არიან - "ლევიათანი" (რუსეთი), "ტიმბუქტუ" (მავრიტანია), "იდა" (პოლონეთი) და "WILD TALES" (არგენტინა). 106 4-ს მოსწონს
|