x
მეტი
  • 21.07.2024
  • სტატია:136076
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510354
ჭორი თუ სიმართლე? - ყვითელი პრესა აქტიურად განიხილავს ლეონარდო დიკაპრიოს ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ბარბადოსელთან ( + ვიდეო )
imageდღემდე მექალთანე დიკაპრიო მხოლოდ სუპერ მოდელებით იყო გატაცებული. მათ სიას ეკუთვნის ისეთი სახეები, როგორებიცაა: ბარ რაფაელი, ბლეიქ ლაივლი, ერინ ხიზერტონი, ჟიზელ ბიუნდჰენი, ტონი გარნი და ა. შ.

"ახლა რა შეიცვალა მის გემოვნებაში"?- ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული საიტი სტატიას, სადაც ლეონარდო დიკაპრიოს ახალ სასიყვარულო ურთიერთობაზე საუბრობენ და როგორც წყარო წერს, ამჟამად ჰოლივუდის ყველაზე მომხიბლავი მამაკაცი მსახიობის გული ბარბადოსელ პოპ ვარსკვლავს რიანას ეკუთვნის.როცა ჭორი გავრცელდა მათი საიდუმლო რომანის შესახებ, პაპარაცებმა ამოსუნთქვაც არ აცადეს წყვილს და ისინი პირველად ლეოს ყოფილ " გირლფრიდს" ბარ რაფაელს დააცხრნენ თავს, და შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ის ყოფილი ბოიფრენდის ახალ სასიყვარულო კავშირზე, მან უპასუხა: - " აქ გასაკვირი არაფერია, მე ვფიქრობ, რიანა საოცრებაა... 'She must be everyone's type.'



წყაროს ინფორმაციით წყვილი 30 წლის ცნობილი დიზაინერის ნიკი ერვინის ჩვენებაზე ერთად იმყოფებოდნენ და ტუჩებში კოცნიდნენ ერთმანეთს.სხვა თვითმხილველებიც არსებობენ და მათი თქმით წყვილი საკმაოდ მოხერხებულად, მშვიდ გარემოში განმარტოვდნენ.სოციალურ მედიაში რიანაზე გავრცელებული ფოტოებით ხსნიან, რომ ბარბადოსელი სპორტულ ფორმაშია, მაგრამ მაკიაჟი აშკარად მის ხალისიან და გაპრანჭულ ხასიათზე მიუთითებს, რომ სწორედ ამ დროს მიდიოდა მომღერალი მსახიობთან შესახვედრად.image

imageimageimageარსებობს კიდევ სხვა ვერსიაც მათი ახლო ურთიერთობის შესახებ, სადაც წერენ, რომ ახალი წლის დღეებში წყვილი ტროპიკულ კუნძულ სენტ - ბარტსზეც ერთად იმყოფებოდნენ.image


თუ გავიხსენებთ 2012 წლის ჰელოუინსაც, ახსოვს გულშემატკივარს, რომ რიანა და ლეონარდო იქაც ერთად იმყოფებოდნენ და ამის შესახებ რიანამ ჟურნალ "Elle" მიცემულ ინტერვიუშიც არ დამალა ლეოსთან ახლო კავშირი.

1
244
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
244
  
2015, 8 თებერვალი, 11:18
რა უბედურებები აცვია ხოლმე ამ გოგოს ვა
0 1 1