x
2015 წლის ევროვიზიაზე საქართველოს ნინა სუბლატი წარადგენს

2015 წლის ევროვიზიაზე საქართველოს ნინა სუბლატი წარადგენს.
მონაწილე საერთაშორისო ჟიურის მიერ შერჩეული 5 კანდიდატიდან მაყურებელმა და ჟიურიმ ერთობლივად შეარჩია. შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა გადაცემა "კომუნიკატორში" გამოვლინდა.
2015 წელს ევროვიზიის მე-60 კონკურსი ავსტრიაში გაიმართება. ნინა სუბლატი ევროპის წინაშე სიმღერით "Warrior" წარსდგება.

მოკლე ბიოგრაფია ნინა სუბლატის შესახებ :ნინა სუბლატი (ნამდვილი გვარი სულაბერიძე, დ. 31 იანვარი 1995) — ქართველი მომღერალი. დაიბადა მოსკოვში, თუმცა მისი ოჯახი მალევე სამშობლოში დაბრუნდა. მშობლები ადრეულ ასაკში დაშორდნენ და ნინა დედასთან და ბებიასთან იზრდებოდა.
2008 წელს დაამთავრა მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს სპეციალობით. 2010-2011 წლებში ნინა მოღვაწეობდა სხვადასხვა ჯგუფთან ერთად და საქართველოს მასშტაბითატარებდა კონცერტებს. 2011 წელს დაიწყო თანამშრომლობა „Georgian Dream Studio“-სთან, სადაც მუშაობდა როგორც მომღერალ ბერასთან, ასევე ნიუ-იორკიდან, ლოს-ანჯელესიდან და ლონდონიდან სპეციალურად მოწვეულ ვოკალის პედაგოგებსა და ქორეოგრაფებთან. აქ იგი უფრო საფუძვლიანად ეუფლებოდა მუსიკის ისტორიას, თეორიას, ვოკალის ტექნიკას, ქორეოგრაფიას, ფსიქოლოგიას და ა.შ.
დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინტერიერისა და დიზაინის ფაკულტეტზე. 2014 წელს სწავლა განაგრძო მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
ფართო აუდიტორიის წინაშე 2013 წელს წარსდგა, მუსიკალურ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“. პოპულარობა მალე მოიპოვა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მთავარი ჯილდოს სახით მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან - ვოკალის კურსზე.
პროექტის დასრულებისთანავე მომღერალმა სადებიუტო ალბომზე დაიწყო მუშაობა. დიდი შრომის შემდეგ, 2014 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით Dare to be Nina Sublatti, რომელიც Bravo Records-ში ჩაიწერა. ალბომში შესულია პოპულარული სიმღერების ხუთი ქავერ-ვერსია და ნინას საკუთარი, ხუთი ახალი სიმღერა. პირველი სოლო ალბომის გამოშვებისთანავე, მომღერალმა საკუთარი სტუდია შექმნა და მუშაობა მეორე ალბომზე დაიწყო.

წარმატებები ვუსურვოთ ნინა სუბლატს და საქართველოს ღირსეული წარდგენა ევროვიზიაზეimageimage



0
47
2-ს მოსწონს
ავტორი:ცერცვა
ცერცვა
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0