პროზა უბრალოდ ოცნება,,, 2012, 17 მაისი, 23:27 მინდა მჯეროდეს, რომ შეყვარებული ვარ. შეყვარებული მასზე ვისაც არ ვიცნობ, ვისთან მიმართაც არავითარი სამომავლო გეგმები არა მაქვს. თავშეკავებისა და სიყვარულის უარყოფის მთელმა ამ თვეებმა უკუეფექტი გამოიწვია, გულმა პირველივე შემხვედრისკენ გამიწია, იმისკენ, ვინც ყურადღება მომაქცია, ოღონდ არა ისე, როგორც სხვები მაქცევდნენ. კიდევ კარგი, მისი ტელეფონის ნომერი არ ჩავიწერე, არც მისი მისამართი ვიცი და ისე შემიძლია დავკარგო, რომ საკუთარი თავი შანსის დაკარგვაში არ დავადანაშაულო. და თუ სწორედ ასე მოხდა, თუ შანსი დავკარგე, ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი ბედნიერი დღე. გაიხსენე, როგორია ჩვენი სამყარო და მიხვდები: თუნდაც ერთი ბედნიერი დღე-ეს თითქმის სასწაულია! პაოლო კოელიო "11 წუთი" 34 2-ს მოსწონს
|