x
დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობები პოსტბიპოლარულ სამყაროში
image


ავტორები:

ალექსანდრე ეროიანი


მარიამ ცხადაძე


როდესაც მსოფლიოში ჰეგემონთა ცვლა ხდება, ამ პროცესს ტრადიციულად მრავალი ფაქტორის შეცვლა მოსდევს. უკანასკნელი ცვლილება ამ კუთხით საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მოხდა, როდესაც დასრულდა ცივი ომი და ბიპოლარული სამყარო
(ჰეგემონები - სსრკ და აშშ) გარდაიქმნა ზოგის თქმით მულტიპოლარულ, ზოგის თქმით კი უნიპოლარულ მსოფლიოდ, სადაც ჰეგემონის როლს ამერიკის შეერთებული შტატები თამაშობს. საბჭოთა კავშირის ადგილი დაიკავა მასზე ბევრად სუსტმა რუსეთმა. რუსეთს მოუწია თამაშის ახლიდან დაწყება, საერთაშორისო სარბიელზე აღმასვლისათვის ახალი პოლიტიკის გატარება, ურთიერთობების ახლებურად წარმართვა. ამ მხრივ საინტერესო იქნებოდა განგვეხილა რუსული მხარის ზოგიერთი წარმომადგენლის მოსაზრებები.


რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები დღითიდღე უფროდაუფრო დაძაბული ხდება. სსრკ-ს დაშლა, ძალთა ბალანსის დარღვევა, რომელიც კარნახობდა სამყაროს
განვითარებას მე-20 საუკუნეში, დასავლეთისთვის ცივილიზაციის ჩამოყალიბების დასასრულს წარმოადგენდა. ბიპოლარული სისტემის გაუქმების შემდეგ ამერიკის მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას უზარმაზარი ქვეყნის რადიკალურ გადაკეთებაზე და აქტიურად ებმება რუსეთის პოლიტიკურ რეფორმებში.


დასავლეთი რუსეთისათვის, პირველ რიგში, მეზობელია, რომელიც მუდმივად ურთიერთობს მასთან და, ამავდროულად, წარმოადგენს რუსეთისაგან განსხვავებულ სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ერთობლიობას. დასავლეთი რუსეთისთვის არის „ცივილიზებული სამყაროც“ ამ სამყაროში გაერთიანება კი - მისი ისტორიული მიზანია.


დღევანდელ დაძაბულობას ნანა იაკოვენკო ბიპოლარული სისტემის დაშლითა და აქტორების უმოქმედობით ხსნის. ავტორი თავის სტატიაში ამბობს, რომ ქვეყნები არ იყვნენ მზად შეეცვალათ იმდროინდელი დეკორაციები. იმის მაგივრად, რომ დასავლეთს გადაესხვაფერებინა ევროუსაფრთხოების „არქიტექტურა“, მან თავისი გავლენის სფეროების გაფართოება დაიწყო, პირველ რიგში, ყოფილი მეტოქის ტერიტორიებზე. (Inosmi, 2014) იგივე აზრისაა ა. არბატოვი, რომელიც თავის წიგნში „რუსული
ნაციონალური იდეა“ წერს, რომ საკვანძო მომენტი რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში ნატოს გაფართოება იყო. ამ ქმედებამ უბიძგა რუსეთს
განვითარდეს, როგორც ანტიდასავლური და ანტიამერიკული სახელმწიფო. „ვაშინგტონი უყურებდა რუსეთს, როგორც „ცივ ომში“ წაგებულ სახელმწიფოს და ამით აძლიერებდა რუსეთის ნეგატიურ დამოკიდებულებას.“ (არბატოვი, 1998, 42)


მოსკოვის ყოფილი მერი ლუჟკოვი თავის სტატიაში „ჩვენ და დასავლეთი“ ლაპარაკობს რუსეთის სიძლიერეზე და ამბობს, რომ დაძაბულობამ მოიმატა, მას შემდეგ, რაც რუსეთი კვლავ გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე. რუსეთმა დაიბრუნა თავისი სიძლიერე და ჩაერთო თამაშში 20 წლიანი „ტაიმ-აუტის“ შემდეგ. რუსეთი არის დასავლეთის საკვანძო მეტოქე. იგი ასრულებს მნიშვნელოვან როლს მულტიპოლარულ
კონცეფციაში და ეწინააღმდეგება დასავლეთის ჰეგემონობას. ხანდახან ჩნდება აზრი, რომ დასავლეთი კვლავ არის ჩაბმული ცივ ომში. ამის მიზეზად კი მოჰყავთ, პირველ რიგში, რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებები. სტატიის დასასრულში ლუჟკოვი საუბრობს დასავლეთის „სიკეთეზე“, დასავლური პოლიტიკოსების ნიჭზე, ახალი კუთხით შეაფასონ ეს პროცესი.(RG, 2006)


ყველა სტატიისა და წიგნის ავტორი თითქოსდა თანხმდება იმაზე, რომ ცვლილებები აუცილებელია ამ ურთიერთობებში, მაგრამ არც ერთი მხარე არ გამოდის
ინიციატივით. 21-ე საუკუნეში ისმის სიტყვები „მოწინააღმდეგობა“ და „მეტოქეობა“, როდესაც მართებული იქნებოდა საუბარი „თანამშრომლობაზე“ და „ეროვნულ ინტერესებზე“.


რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობების ევოლუცია შემდგომში მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ძირითადი მაინც დასავლეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკა და შიდა სტრუქტურა იქნება. დღეს დასავლეთი გამოხატავს ინტერესს ყოფილი სუპერსახელმწიფოს მიმართ და მზად არის თანამშრომლობისათვის. მაგრამ მას, სამწუხაროდ, არ აქვს ხანგრძლივი სტრატეგიული გეგმა. რუსეთი არის სახელმწიფო,
რომელიც დამოკიდებულია ენერგორესურსებზე. შესაბამისად, რუსეთს სჭირდება დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა. რუსეთის ურთიერთობის საკითხი დასავლეთთან
ღია რჩება. პუტინს კარგად ესმის, რომ თუ კარგი ურთიერთობა დასავლეთთან არ ნიშნავს პრობლემების მოგვარებას, ასეთი ურთიერთობის არარსებობა სუსტ რუსეთს კიდევ უფრო სუსტს ხდის. (Exprert, 2014)


აშკარაა, რომ ისტორიული განვითარება მომავალში „აიძულებს“ რუსეთს წავიდეს კომპრომისებზე და მოახდინოს ინტეგრირება დასავლურ ინსტიტუტებთან. ამავდროულად, წარმოუდგენელია, რომ რუსეთი მთლიანად გახდება პროდასავლური. რუსეთისთვის რთულია მოახერხოს ასიმილაცია დასავლურ ქვეყნებში პირველ რიგში ნაციონალური მენტალიტეტის, ქვეყნის მასშტაბის და გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო. (Oprf, 2013)


მთავარი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის და დასავლეთის ურთიერთობები უნდა გახდეს უფრო ფართე და მრავალმხრივი.


ბიბლიოგრაფია:

1) Лужков, Юурий. 2006. М и Запад. ინტერნეტი. http://www.rg.ru/2006/06/15/luzhkov-zapad.html
ბოლო ნახვა, 30 დეკემბერი, 2014.
2) Арбатов, Алексей Георгиевич. 1998. Российская национальная идея (мифы и реальности). Москва: Московский общественный научный фонд.
3) Яковенко, Нана. 2014. Почему отношения России и Запада приходят в упадок? ინტერნეტი. http://inosmi.ru/op_ed/20140812/222317744.html
ბოლო ნახვა, 30 დეკემბერი, 2014.
4) Михайлин, Валерий. Россия запад глобальное похолодание. ინტერნეტი. http://expert.ru/2014/01/31/rossiya-zapad-globalnoe-poholodanie/
ბოლო ნახვა, 30 დეკემბერი, 2014.
5) Пресс-служба Общественной палаты РФ. Материалы круглого стола «Отношения России и Запада в преддверии встречи "Большой восьмерки"» ინტერნეტი. http://www.oprf.ru/ru/about/structure/structurenews/newsitem/13767?PHPSESSID=8s7ikuv6jf1uq8cg94edl4a3s3 ბოლო ნახვა, 30 დეკემბერი, 2014.









0
193
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ცხადაძე.
მარიამ ცხადაძე.
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0