შოუბიზნესი მაია ჯაბუა არასრულწლოვანი ქალიშვილის თამამ ფოტოებზე (+ფოტოები) 2015, 12 იანვარი, 23:40
ლიზა საკმაოდ პოპულარული მომღერალი გახლავთ. მისი თამამი ფოტოები და განცხადებები ყვითელი პრესის ფურცლებზე ხშირად ხვდება, ინტერნეტსივრცეს კი წამებში იპყრობს. თავად ლიზას კი მიაჩნია, რომ მის ფოტოებში სკანდალური არაფერია. "ყოველთვის ჩვეულებრივი ვარ და იმისთვის, რომ ხალხის ყურადღება მივიქციო, არაფერს არ ვაკეთებ. მაგრამ რაც უნდა გავაკეთო, რატომღაც ჩემგან მაინც გამომწვევად ჩანს. არ ვიცი, რატომ ხდება ასე. არასდროს ვიღებ არაესთეტიკურ ფოტოებს. ჩემი სამოსი ისეთია, როგორიც აცვია ნებისმიერ ჩვენგანს"-ამტკიცებს მომღერალი. მაია ჯაბუას კი ქალიშვილის სკანდალური პოსტები და ფოტოები სულაც არ მოსწონს: "მე ეს არ მომწონს, არ ვიზიარებ, ყოველთვის გვაქვს ამაზე საუბარი, მაგრამ მეორე მხარეც აქვს ამას–ადამიანის ცხოვრებაში დგება ასაკი, როცა სჭირდება თვითდამკვიდრება, საკუთარი აზრის დაფიქსირება, გამოხატვა და ეს ყვალაფერი გარდატეხის ასაკის ბრალია. უნდა მივიღოთ მშვიდად და დავეხმაროთ მშობლები თინეიჯერებს ამ პერიოდის გადალახვაში. რაღაცებში უნდა ჩავერიოთ, რაღაცები ჩვენც უნდა დავუთმოთ". 2839 8-ს მოსწონს 1-ს არა
|