x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510062
განქორწინება - თაობებზე გადასული წყევლა, თუ ფსიქოლოგიური ფენომენი?

imageკვლევებით დადგინდა, რომ არსებობს განსხვავება იმ ადამიანებს შორის, ვინც გაიზარდა სრულ და არასრულ ოჯახებში. ძირითადად ეს ვლინდება პირადი ურთიერთობების აწყობისას.

თითქოს ისე ჩანს, რომ არასრულ ოჯახში გაზრდილი ბავშვები ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლებად გაიმეორონ მშობლების შეცდომები და შეინარჩუნონ ოჯახი, რადგან უკვე აქვთ გამოცდილი
საკუთარ თავზე ეს და სურთ თავიანთი შვილები დაიცვან სირთულეებისგან. თუმცა აშშ-ში იუთას უნივერსიტეტში Nicholas H. Wolfinger-მა ჩაატარა გამოკვლევა, რომლითაც გამოვლინდა, რომ არასრული ოჯახიდან წამოსული შვილები უფრო ხშირად ანგრევენ თავიანთ ოჯახებს, ვიდრე ის ადამიანები, ვინც გაიზარდნენ სრულ ოჯახში. ამ ფენომენს “გაშორებების ციკლს” უწოდებენ, ან გაყრაზე განწყობის გადატანას თაობიდან თაობაზე (ვოლფინგერმა ალბათ არაფერი იცოდა წყევლის და
ჯადოების შესახებ :) ).

10 წლის მანძილზე Nicholas H. Wolfinger აკვირდებოდა არასრულ ოჯახში გაზრდილი ადამიანების ოჯახებს და აღმოჩნდა, რომ ისინი უფრო ადრეულ ასაკში ქორწინდებიან და იმათზე უფრო ხშირად, ვინც ასევე გაზრდილია არასრულ ოჯახში. გარდა ამისა, 3-ჯერ უფრო ნაკლები შანსია იმის, რომ 20 წლის ასაკში ან უფრო მერე იქორწინებენ. თუ ერთი მეუღლეა არასრული ოჯახიდან, მისი ოჯახის დანგრევის შანსი 2-ჯერ იზრდება, თუ ორივეა - მაშინ 3-ჯერ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადრეული ქორწინებაა.

Wolfinger-ის აზრით, რაც უფრო გვიან ქორწინდება ადამიანი, მით უფრო კლებულობს იმის შანსი, რომ ის გაეყრება. მეორეს მხრივ,
მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდაც. არასტაბილურობის რაოდენობა ბავშვობაში პირდაპირპროპორციულია ზრდასრულ ასაკში მათი რაოდენობის ზრდისა.

მნიშვნელოვანია გაყრების რაოდენობაც. ზოგის მშობელი არაერთხელ ცდის ბედს თავიდან, ამასთან მშობლლის სიკვდილი სხვანაირ გავლენას ახდენს მასზე! გაყრის მერე ბავშვი ეძებს დამნაშავეს და ხშირად თავის თავში პოულობს მას. ის ყოველთვის ელოდება წასულ მშობელს. რა თქმა უნდა, კარგია, რომ კონფლიქტურ ოჯახებს შეუძლიათ უფრო თავისუფლად დაიშალონ, მაგრამ იმ ოჯახის რღვევა, სადაც მშობლებს არ ქონდათ ხშირი კამათი და ჩხუბი, ისევე აზარალებს ბავშვს, როგორც ხშირად მოჩხუბარ გარემოში ზრდა (წყარო: "University of Utah Public Relations").


პატივისცემით
თიკა ევდეევი

წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

0
131
შეფასება არ არის
ავტორი:ფსიქეა
ფსიქეა
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0