სხვა მსოფლიოს ცნობილი ადამიანების აზრები თბილისზე 2015, 11 იანვარი, 19:41 ![]() ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი: “თბილისი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, საუცხოო და მაგარი კედლითაა შემოზღუდული.თბილისში რამდენიმე ლამაზი საკრებულო შენობაა, ბაზრები, ე.ი.სავაჭრო ადგილები;გარეუბნებს მრავალი სალაღობო სახლი და საუცხოო ბაღი ამშვენებს". ![]() რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი: “ვიყავი მამა დავითის მონასტერში, აქ დაკრძალულია გრიბოედოვი.აქედან თბილისის მომხიბლავი ხედი იშლება... ქალაქი საოცრად ლამაზია.ბაღებში თავს გაწონებთ ყვავილთა ჯარი, მთავარ ქუჩებზე სიცოცხლე დუღს.მდიდრული მაღაზიები ეროვნული სურნელით გათრობს.ქალაქი ძალზედ საინტერესო და ორიგინალურია.საერთოდ თბილისზე პირველი შთაბეჭდილება უაღრესად სასიამოვნოა". ![]() ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა: “ მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში - ქართულ სამოთხეში და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავნია, როგორც თბილისში." არაბი პოეტი რიზკალაჰ ჰასუნი: “დამასკოს აქებს, ვით სამოთხეს, ყურანის სურა, აღმოსავლეთის პოეტებიც მას უმღერიან, ჰოი აშუღნო, ალაჰის წიგნს ნუ იღებთ ყურად – “თბილისი ქვეყნად ყველაფერზე მშვენიერია". ფრანგი განმანათლებელი მონტესკიე: “თბილისი ედემია, ზღაპრული ქალაქი, მიჯნურთა საამებლად აშენებული". 540 2-ს მოსწონს
|