x
ფსიქოლოგი უჭმელი ბავშვების შესახებ

imageimageimage


მართალია, რომ ზოგიერთ ბავშვს არასდროს შივდება?
უჭმელი ბავშვების
მშობლები ამტკიცებენ, რომ – კი. რამდენიც არ უნდა ელოდო, ის დრო არასდროს
მოდის, როცა ბავშვი თავისით მოითხოვს საკვებს და ამიტომ არ გამოდის
დაძალების გარეშე.
თუმცა მეორეს მხრივ დაძალება, იძულება და იმის
გაკეთება, რაც არ გინდა მეთანხმებით, საკმაოდ მძიმეა და ბავშვის და
მშობლების ნერვების ხარჯზე ხდება.
არა და, ჭამის ინსტინქტი ისეთია, რომლის გარეშეც ფაქტიურად ადამიანი არ იბადება დედამიწაზე. ბუნებრივობის დარღვევა არაა საჭირო. სოკრატე იძახდა: “უნდა ჭამო იმისთვის, რომ იცოცხლო
და არა იცოცხლო იმისთვის რომ ჭამო." საკვების მიღების მოტივი უნდა იყოს შიმშილი. ჩვენ კი მადას ხელოვნურად აღვძრავთ ხოლმე, ვითვისებთ ზედმეტს და ვიღებთ ისეთ დარღვევებს, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ნაადრევი დაბერება და სხვ. ბავშვი სანამ გაფუჭდება ჩვენსავით, ხვდება,
როდის სჭირდება საკვების მიღება მის ორგანიზმს. ამიტომ ვეცადოთ მივცეთ იმდენი, რამდენიც ჩასდის და არაა საჭირო “ეს დედას ხათრით, ეს ბებიას ხათრით. ერთიც და “ვსიო". ეს კი მეზობელი მალხაზის ხათრით..."
უბრალოდ აკონტროლეთ რაციონი. არაა საჭირო ბევრი ტკბილისა და ცომეულისადმი მიჩვევა.

ტენდენცია ისეთია, რომ უპირატესობას ანიჭებენ სწაფი მომზაზდების საკვებს: ჰამბურგერებს, ჩიფსებს და ბლომად ზეთში შემწვარ კარტოფილს, სოსისებს, გაყინულ პელმენებს, მაკარონს კეტჩუპით...
ასეთ “ფასთ–ფუდებში" ჭარბობს ხელოვნური ნატრიუმის გლუტამატი, რაც გემოს აძლიერებს. ამიტომაც გვინდება ხოლმე ეს საკვები კიდევ და კიდევ. რაც შეეხება ამ ქიმიურ ნივთიერებას, ნატურალური პირიქით – სასარგებლოცაა, მაგრამ ამისთვის ტაილანდში მოგიწევთ წასვლა.

იცით მაკდონალდში რატომ უყვართ კიდევ? ფსიქოლოგიურადაც მუშაობენ. ის საკვები ასოცირდება ბუშტთან, სათამაშოსთან “ჰეფი–მილიდან", სასრიალოებთან, ანუ სიამოვნებასთან და კარგად ყოფნასთან. დადებითი ასოციაციები კი მაგრად მუშაობს. დამიჯერეთ. თუკი მოახერხებთ, და ანალოგიურ ასოციაციებს გაუჩენთ სასარგებლო საკვებზეც, მათ მიმართ ბავშვებს პატივისცემა უფრო მოემატებათ. გარდა ამისა, დეკორაციას მიაქციეთ ყურადღება.
ვიცი, ვიცი, სადაა ამის დრო და ნერვები, მაგრამ ხანდახან ხომ არის? გაულამაზეთ საჭმელები, მიეცით სასაცილო სახეები, მიამგვანეთ ზღაპრის და მულტფილმის გმირებს. იდეებისთვის ფოტოებს გთავაზობთ. იმედია გამოგადგებათ. შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოძებნოთ.

ერთ კარგ ზღაპარს წავაწყდი ამას წინათ ინტერნეტში. ვფიქრობ, ძალიან გამოგადგებათ უჭმელი ბავშვების დასამუშავებლად.


ზღაპარი ხილის ქვეყანაზე
იყო ერთი გოგონა, რომელსაც არ უყვარდა ჭამა. საბავშვო ბაღში ის ყოველთვის ტიროდა, ჩხუბობდა და არ შედიოდა ხოლმე სასადილო ოთახში. (აღწერილობა მიამსგავსეთ თქვენი ბავშვის სიტუაციას, მაგრამ ზუსტი ანალოგიც არ გინდათ. მიხვდება თქვენს ეშმაკობას)
შემთხვევით გაიგო, რომ არსებობს ჯადოსნური ხილის ქვეყანა და ოცნებად ექცა იქ მოხვედრა. სულ მაგაზე ფიქრობდა და სიზმარშიც კი ესიზმრებოდა, რომ იქ მოგზაურობდა.
ერთხელ ჭრელი პეპელა დაიჭირა ბაღში, რომელიც ჯადოსნური ფერია აღმოჩნდა და სურვილის შერულებას შეპირდა გაშვების
სანაცვლოდ. მან მოახვედრა გოგონა ამ ქვეყანაში. ულამაზესი იყო იქაურობა. უმშვენიერესი ბაღი სხვადასხვა ხეებით – ვაშლის, ალუბლის, თუთის, ასევე მარწყვის ბუჩქი და ა.შ. (ჩამოთვალეთ რაც შეიძლება ლამაზი ფორმით ის ხილი და ბოსტნეული, რაც მას არ უყვარს).სეირნობისას ბუფეტთან შეამჩნია უცნაური არსებები: ერთი ძალიან გავდა წიწიბურას პაკეტს, მეორე კი პორთოხლის ნაჭერს, რომელსაც თითქოს შაქარი ქონდა მოყრილი. კარგად რომ დააკვირდა, ნახა, რომ ქალბატონი წიწიბურა მწარედ ტიროდა. ფორთოთოხალი კი უხეში ხმით ეუბენბოდა:
– გეყოფა წუწუნი და ტირილი, მაინც არავის ეყვარები! (მისტერ–მარმელადის ნაცვლად შეგიძლიათ მოიგონოთ ის საჭმლის გმირი, რომელიც გინდათ, რომ ისე ძალიან აღარ უყვარდეს ბავშვს. ეცადეთ მისი სიტყვები გამოთქვათ უხეშად, უზრდელურად და ისე, რომ ნეგატიური ემოციები გაუჩნდეს).

ბატონო მარმელადო, იმიტომ კი არ ვტირი, ასე რომ არ ვუყვარვარ ბავშვებს, არამედ იმის გამო, რომ ვერ ხვდებიან, როგორი კარგი ვარ, როგორ ვნეგობრობ ვიტამინებთან და რა რა სასარგებლო ვარ. (ეცადეთ გული აუჩუყოთ და თანაგრძნობა გაუჩინოთ წიწიბურას მიმართ).
მახინჯი ხარ, მუქი ფერის, უგემური, აი მე კი – ძალიან ლამაზი, ფერადი და ტკბილი. მე ყველა ბავშვს ვუყვარვარ! – აგრძლებედა ბატონი მარმელადი წიწიბურას გაბრაზებას და დაცინვას.
ქალბატონი წიწიბურა კიდევ უფრო ატირდა, ცრემლები ნიაღვარივით მოსდიოდა. უცებ ერთი პუტკუნა, საყვარელი, ლოყებაწითლებული ბიჭი მივიდა და დაამშვიდა:
– ნუ ტირი წიწიბურა დეიდა, მე ძალიან მიყვარხარ. განსაკუთრებით რძით და კარაქით. ეს ჩემი უსაყვარლესი საჭმელია. ამიტომაც ვარ ასე ჯანმრთელი და ძლიერი. ნუ ტირი!
– არ იტირო ქალბატონო წიწიბურა რა. მეც შეგჭამ ხოლმე – უთხრა გოგონამ.
წიწიბურამ ცრემლები მოიწმინდა.
– მხოლოდ მე ხომ არ ვარ. ჩემი მეგობრებიც ძალიან განიცდიან. რძე, კომბოსტო, ხახვი, ლობიო, სტაფილო და სხვები. (განავრცეთ სია). აი შენ, გოგონა, ხომ ხშირად ავადმყოფობ იმის გამო, რომ არ გიყვარს ჭამა? დარცხვენილმა თავი ჩაღუნა და დააქნია თანხმობის ნიშნად.
მე ყოველთვის ვჭამ ბაღში, ამიტომაც ზამთარში თითქმის არ ავადვმყოფობ, ყოველთვის მხიარული ვარ და კბილებიც კი არ მტკივებია – თქვა ბიჭმა.
– მეც მინდა ვიყო ლამაზი და ჯანმრთელი – დაიძახა გოგონამ.
– მაშინ დავმეგობრდეთ. – შესთავაზა წიწიბურამ და გაუღიმა. – კარგად შეჭამე ხოლმე და დაუჯერე მასწავლებელს და მშობლებს.
გოგონა ჩაეხუტა წიწიბურას. დეიდა წიწიბურამ თქვა, რომ დრო იყო სახლში თავის მშობლებთან და მეგობრებთან დაბრუნებულიყო გოგონა და ერთ წამში უკვე თავის სახლში გაჩნდა. მის მერე ის ყ ველა მეგობარს უხსნიდა, როგორი საჭირო და სასარგებლო იყო ხილის, ბოსტნეულის, სუფების, ფაფების ჭამა. (იცით, რაც უნდა ქნათ და თქვათ).
ვერავინ მიხვდა, რა მოუვიდა გოგონას. ის თითქოს გაიზარდა, ლოყები ლამაზი ვარდისფერი გაუხდა, ტუჩები – წითელი. აღარც ავადმყოფობდა ხოლმე და ენერგიული და მხიარული გახდა. მშობლები უბედნიერები იყვნენ.
გოგონა კი ყველას უყვებოდა ამ ზღაპარს დეიდა წიწიბურაზე, ბატონ მარმელადზე და წითელლოყება ბიჭუნაზე.


პატივისცემით
“დიდი მეზღაპრე" :))
თიკა ევდეევი

წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

1
682
4-ს მოსწონს
ავტორი:ფსიქეა
ფსიქეა
682
  
2013, 22 მარტი, 18:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1