სხვა 6 რამ რაც აუცილებლად უნდა იყოს თქვენ რეზიუმეში. იდეალური CV-ს შედგენის წესები 2015, 9 იანვარი, 12:30 ყველა ჩვენთაგანს აქვს დაახლოებითი წარმოდგენა იმის შესახებ თუ რისი ნახვა უნდა პოტენციურ დამსაქმებელს ჩვენს რეზიუმეში. მიუხედავად იმისა, თუ სად გზავნით თქვენს CV-ს მასში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შემდეგი მონაცემები.
1)საკონტაქტო ინფორმაცია: ეს თითქოს თავისთავად იგულისხმება, თუმცა ხშირად კანდიდატებს ავიწყდებათ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მითითება, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, ან მას ბოლოში წერენ (რაც პრინციპში იგივეა). მიუთითეთ თქვენი სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა თავიდანვე. საცხოვრებელი მისამართის მითითება აუცილებელი არაა. რეზიუმეების პროფესიონალი შემდგენი მერი ელიზაბეტ ბრედფორდი გვირჩებს მივუთითოთ მხოლოდ ერთი ტელეფონის ნომერი და ერთი ელექტრონული ფოსტის მისამართი. 2)ძირითადი სიტყვები ვაკანსიის შესახებ განცხადებიდან: აუცილებლად უნდა ჩავწეროთ რამოდენიმე ძირითადი სიტყვა ან სიტყვათშეთანხმება განცხადებიდან, ოღონდ ისე, რომ ეს თვალში საცემი არ იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დამსაქმებელი რეზიუმეების ანალიზის ავტომატურ სისტემას იყენებს. 3)დამსახურებები და მიღწევები: დამსაქმებელმა უნდა იცოდეს რა წვლილი შეიტანეთ თქვენი წინა განყოფილების, ჯგუფის და კომპანიის განვითარებაში, იმისათვის რომ შეაფასოს თქვენი პოტენციალი და გამოცხადებულ ვაკანსიასთან შესაბამისობა. 4)ინფორმაცია თქვენი პროფესიული გზის შესახებ: მიუხედავად იმისა რეზიუმეს ფუნქსიონალური თუ ქრონოლოგიური პრინციპით ადგენთ, აუცილებელია ჩართოთ ინფორმაცია თქვენი კარიერის ზრდის შესახებ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დარწმუნდით, რომ ამ ინფორმაციის კითხვა საინტერესოა. 5)გაზომვადი ინდიკატორები: დამსაქმებელს სჭირდება ციფრები, რათა უფრო კარგად შეაფასოს თქვენი პოტენციალი. აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე არსებობს გაზომვადი შედეგები. ციფრობრივი მაჩვენებლები საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ შეუძლია თუ არა ადამიანს გუნდის მართვა, კლიენტებთან მუშობა, ან ბიზნესის გაზრდაზე ზრუნვა. ასევე აუცილებელია ჩვენი მიღწევები გავაძლიეროთ ციფრებით. 6)საქმესთან დაკავშირებული ლინკები: ეს დამოკიდებულია თქვენი საქმიანობის სფეროსა და პოზიციაზე. შესაძლებელია დაურთოთ ინტერნეტ მისამართები, რომლებიც დამსაქმებელს გადაიყვანს თქვენს ნაშრომებთან, ფოტოებთან და საიტებთან. ბონუსი: იდეალური რეზიუმეს ნიშნები -პიროვნება არ ცდილობს მთელი ინფორმაცია ერთ გვერდზე "შეტენოს". -საკვანძო უნარები გაწერილია ცალკე, მათზე აქცენტია გაკეთებული. -ამოცანები და მიღწევები დაწვრილებითაა გაწერილი ცალ-ცალკე ყველა დაკავებული პოზიციისათვის. -რაოდენობრივი მახასიათებლები მითითებულია ყველგან სადაც ეს შესაძლებელია. -მითითებულია ყველა წინა სამუშაო ადგილი, რათა ხაზი გაესვას პროგრესს. -"განათლება" მითითებულია რეზიუმეს ბოლოს. 357 4-ს მოსწონს
|