სხვა ყველაზე საშინელი და უცნაური დაავადებები, რომლებიც შეგაშფოთებთ 2015, 9 იანვარი, 13:35 ის, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია, ტყუილი გამონათქვამი არ არის დამეთანხმებით. ძალიან კარგად ხვდებით, რომ ფულით იყიდით ბევრ რამეს, თუმცა გარკვეულ წილად ჯანმრთელობას ვერა. ეს უკანასკნელი (თუმცა უპირველესი) ხომ განაპირობებს ჩვენი ბედნიერების და ნორმალური ცხოვრების მსვლელობას. ცხადია, რომ დაავადებათა უმეტესი ნაწილი შეძენილი, თანდაყოლილი და გენეტიკური ფაქტორია.
გენეტიკა (ძვ.ბერძნ. γενητως – ვინმესგან წარმოშობა, წარმოქმნა) — მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას, ანუ წინაპრების უნარს გადასცენ თავისი ნიშან-თვისებები და განვითარების თავისებურებები მომდევნო თაობას. ამ სამეცნიერო დისციპლინის სახელწოდება ხმარებაში შემოიტანა ინგლისელმა ნატურალისტმა უილიამ ბეტსონმა 1905 წელს. ბიოლოგიურ სხვა დარგებთან შედარებით გენეტიკა ახლად ჩამოყალიბებული მეცნიერებაა. თუმცა ინდივიდის ყველა ნიშან-თვისება როდია მემკვიდრეობით მიღებული. ზოგიერთ მათგანს გარემო და აღზრდა განაპირობებს. მაგალითად, ადამიანი წერა-კითხვის უნარს სწავლით იძენს. არის ისეთი თვისებებიც, რომლებიც მემკვიდრეობითობისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგია. ადამიანის სხეულის ფორმა ნაწილობრივ მემკვიდრეობით მიღებული თვისებაა და მასზე ისიც ახდენს გავლენას, თუ რამდენ საკვებს იღებს ადამიანი. ერთი სიტყვით კი დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენს პლანეტაზე არსებული ყველაზე იშვიათი, უცნაური და გაურკვეველი გადახრა ნორმიდან, რომელთა დიაგნოსტიკას წლების მანძილზე მედიცინამ ვერ მიაგნო და უკვე მილიონობით ადამიანი იტანჯება. აი ისინიც: 1. Robin Hutchings-ი ინგლისიდან. შეპყრობილია ტრიხოტილომანიით, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალბატონი საკაუთარი ხელით იგლეჯს თმას. ამ მეტად უცნაური სენით იგი 11 წლის ასაკში შეპყრობილა და 27 წლის შემდეგ, ჯერ ისევ არ გადაულახავს არსებული თვისება. ინტერვიუ მან მისცა ლონდონის გაზეთს «Daily Mail»-ს. 2. Shiloh Pepin-ი. გოგონა დაიბადა შეტყუპებული ფეხებით, რასაც "ქალთევზას სინდრომი" ჰქვია. ექიმები იუწყებოდნენ, რომ იგი რამოდენიმე დღეზე მეტს ვერ იცოცხლებდა, თუმცა შილომ 10 წელი იცხოვრა. გარდაიცვალა 2008 წლის 23 ოქტომბერს. ფოტო გადაღებულია 2007 წელს, სადაც შილო იმყოფება Kennebankropte-ში Maine-ს შტატში საკუთარი სახლის მაგიდაზე. 3. Michaela Dutton-ი ბირმინგემიდან. 21 წლის ქალბატონს აქვს წყალზე ალერგია მას შემდეგ, რაც 2005 წელს იმშობიარა და გაუჩნდა ვაჟი. იგი ვერ სვამს ასევე რეგულარულ სასმელებს, როგორიცაა ყავა და ჩაი. მას ასევე უწევს შეზღუდოს ურთიერთობა შვილთან, ვინაიდან ცრემლები, ოფლი და ნერწყვი აძლიერებს მის ალერგიას. მინდა ავღნიშნო, რომ მსგავსი ალერგია 230 მილიონ ადამიანში მხოლოდ ერთია. 4. Jean Driscoll-ი. 72 წლის ქალბატონი უკვე 2 წელზე მეტია დატანჯულია პირღებინების შეუკავებლობით. სამმა გოსპიტალმა ვერ შეძლო დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობის დანიშვნა. "უკვე აღარსად დავდივარ, რადგან თავს ყველგან უხერხულად ვგრძნობ ამის გამო"- განაცხადა ჯინმა «Daily Mail»-თან ინტერვიუს დროს. 5. მეთევზე Dede ინდონეზიიდან იტანჯება კიდურებზე- ხელებსა და ფეხებზე წარმონაქმნებით, რომლებიც ტოტებს მოგვაგონებს. გასული წლის დეკემბერში მას ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა ამ წარმონაქმნების მოცილების მიზნით, თუმცა დედე იუწყება, რომ აგვისტოში ისინი კვლავ გაჩნდა. 6. Larry Ramos Gomez-ი მექსიკიდან. განიცდის თანდაყოლილ ჰიპერტრიქოზს- (ჭარბთმიანობა). არის დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია თმის ჭარბი ზრდა სხეულის იმ ადგილას, სადაც ის არის ნორმაში ასაკის, სქესის და ეთნიკური წარმოშობის გათვალისწინებით. განასხვავებენ ჰიპერტრიქოზის თანდაყოლილ და შეძენილ ფორმებს. თანდაყოლილი ჰიპერტრიქოზი მიგვანიშნებს რომელიმე გენეტიკური დაავადების არსებობას. 7. 5 წლის ტყუპი Addison (მარცხნივ) და Cassidy Hempel-ი დაავადებულნი არიან იშვიათი და ფატალური დაავადებით, რომელიც თანდათან ართმევს მათ უნარს შემეცნების, ჭამის და სიარულის. მსგავსი დაავადებით მსოფლიოში 500 ბავშვია დაფიქსირებული და ამ დაავადებას "ალცჰეიმერით" მოიხსენიებენ. ალცჰეიმერის დაავადება – თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდებაინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით.დაავადება იწვევს ადამიანის თავის ტვინში, ნერვულუჯრედებს შორის ქიმიური ნივთიერებებითინფორმაციის გადაცემის დარღვევასა და ნეირონებისკვდომას. ის აზიანებს ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას, ემოციებს. ტყუპების დედამ ექსპერიმენტალური მკურნალობა აპრილში დაიწყო. 8. Suraya Brown-ი ბრიტანეთიდან. განიცდის უჩვეულო დაავადებას, რომელიც ხელს უშლის მის ზრდას. 1, 2 წლის იგი იწონიდა 3.17 კგ-ს და სიმაღლით იყო - 48 სმ-ს. ექიმები განაცხადებენ, რომ ეს არ არის "რეალური პარადოქსი". 9. Ashlyn Blocker. ერთ-ერთია მსოფლიოს დაავადებულთა შორის, რომელიც განიცდის თანდაყოლილ ინდეფერენტულორ ტკივილს. ეს არის იშვიათი უკურნებელი სენი. დაავადების გამო გოგონა ვერ გრძნობს ტემპერატურას- ვერც სიცხეს და ვერც სიცივეს. ფოტოზე ეშლი აკვირდება თანაკლასელებს, რომლებიც ცეკვავენ საკლასო ოთახში, 2004 წელი. 10. ინდოელი გოგონა Lakshmi დაიბადა ოთხი ხელითა და ოთხი ფეხით, რის გამოც ინოეთის ქალღმერთი შეარქვეს. პათოლოგია განვითარდა დედის საშვილოსნოში ტყუპი პარაზიტის შერწყმის შედეგად. გოგონას ჩაუტარდა 2 ქირურგიული ოპერაცია, რის შედეგადაც ამოუღეს ზედმეტი კიდურები და იგი ჩველებრივ გადაადგილდება და თამაშობს როგორც ნორმალური ბავშვი, თუმცა პლასტიკურ ქირურგიას მაინც საჭიროებს. 6535 26-ს მოსწონს 2-ს არა
|