x
"ფოლკლენდის კუნძულები არგენტინაა" - წარწერა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე

არგენტინაში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მალე გამოჩნდება შემდეგი სახის სლოგანი "ფოლკლენდის კუნძულები არგენტინაა" მას შემდეგ, რაც ახალი კანონი შევა ძალაში. უკანასკნელ ხანებში, არგენტინის მთავრობა ამტკიცებს, რომ ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალების მძღოლს სამართლიანად მოეთხოვათ, ეტარებინათ წარწერა: "Las Islas Malvinas son Argentinas" ყველაზე თვალხილულ ადგილას. არა მხოლოდ ტრანსპორტზე, გაჩერებებზეც იმავე შინაარსის სლოგანები გაჩნდება.

მთავრობის ამ ნაბიჯის მიზანია, ხაზი გაუსვან არგენტინის სუვერენიტეტს სამხრეთ ატლანტიკის კუნძულთა ჯგუფზე, რომელის ამჟამად გაერთიანებული სამეფოს კონტროლის ქვეშ იმყოფება. გასული წლის ნოემბერში, კანონი ერთხმად იქნა მიღებული და ერთი კვირის წინ მთავრობის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა სრული ტექსტი.

დანიელ ბერტი, "ფოლკლენდის ომის" ვეტერანი, ამერიკულ ინტერნეტ გამოცემა "PanAm Post"-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება
ნამდვილად "კარგი ახალი ამბავია". ბერტის თქმით, "ეს დაეხმარება არგენტინელი
ხალხის იმ სურვილის განახლებაში, რომლითაც ფოლკლენდის კუნძულები უნდა დაუბრუნდეს არგენტინას. ჩვენ ფოლკლენდის კუნძულები მოგვპარეს", - განაცხადა მან.

თუმცა, არგენტინელმა ჟურნალისტმა და მწერალმა იმავე გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს სლოგანი გახლავთ "დაბალხარისხიანი ფიქცია". "იმ დროს, როდესაც ტრანსპორტი არგენტინაში ამ სლოგანს ატარებს, ტრანსპორტი ფოლკლენდის კუნძულებზე ისევ ინგლისურია. თავდაპირველად, ჩვენ გვჭირდება, რომ აღვიდგინოთ კუნძულები ისტორიული რეალობით ან დავივიწყოთ ის მშვიდობიანად".

ფოლკლენდის კუნძულების სუვერენიტეტთან დაკავშირებით ვნებათა ღელვა განსაკუთრებით იმატებს ყოველი წლის 2 აპრილს, იმ დღეს, როდესაც არგენტინელები შეიჭრნენ ფოლკლენდის კუნძულებზე.


საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბოლო ხანებში ხმაური ატყდა პოპულარული ბრიტანული გადაცემის, "Top Gear"-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გამო. წამყვანი ჯერემი კლარკსონი ატარებდა "Porsche 928"-ს პატაგონიაში (არგენტინა), სერიული ნომერი კი გახლდათ 'H928 FKL', ეს კი ადგილობრივების მიერ მიჩნეულ იქნა უხეშ მიმართებად "ფოლკლენდის ომის" მიმართ. გადაცემის წამყვანები და მთელი პერსონალი იძულებული გახდა, დროზე ადრე დაეტოვებინათ რეგიონი ადგილობრივების მიერ სანომრე ნიშნის წარწერა ავტობუსზეგაპროტესტების გამო.

0
91
შეფასება არ არის
ავტორი:ამზა ჩარგაზია
ამზა ჩარგაზია
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0