შოუბიზნესი შორენა ბეგაშვილი გათხოვებას არ აპირებს 2012, 17 მაისი, 21:55 მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი გათხოვებაზე საუბრობს. შორენამ პირველ რიგში ის ჭორი უარყო, რომ მასზე ამბობენ სარფიანად გათხოვებას აპირებსო. მისი თქმით ეს მისთვის მიუღებელია.შორენამ ასევე თავის თავს დატეხილ სკანდალებზეც ისაუბრა. ალბათ ყველას გახსოვთ შორენასა და თიკოს ჩხუბი, რომელზეც ყოველდღე საუბრობენ. ერთ-ერთ სიუჟეტში თიკო შორენას სთხოვს, შენს სტილისტს, გუდუს აკოცეო. ბეგაშვილი თხოვნას არ უსრულებს, კამერის წინ არ ვკოცნიო. ამის შემდეგ თიკო შორენამ განაცხადა, რომ მას ცხოვრებაში ერთი სიყვარული ყავდა და ის მისი ქმარი იყო. მასთან დაცილების შემდეგ კაცებზე ცოტა წარმოდგენა დაეკარგა. ამწუთას მის პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება, რაც მთავარია ის ჯერ არ გათხოვილა და არც დაგეგმილი აქვს. შორენას თქმით ის საერთოდ არ ფიქრობს გათხოვებაზე და შეიძლება საერთოდაც არ გათხოვდეს. თუ არ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან მეყვარება შორენა ბეგაშვილი არავითარ შემთხვევაში არ გათხოვდება. ასევე მან ისაუბრა ფლეიბოიში შესაძლო გამოსვლაში და აღნიშნა, რომ ამჯამად მოლაპარაკებები მიდის. 70 3-ს მოსწონს
|