ტენდენციები წელს მოდაში ლამბერსექსუალი მამაკაცები იქნებიან: ტენდენცია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა 2015, 6 იანვარი, 16:11 ლამბერსექსუალი მამაკაცი - ეს არის ახალი ტენდენცია მამაკაცურ სტილსა და მოდაში, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. მისი ძირითადი მახასიათებლებია: გრძელი, მაგრამ მოვლილი წვერი, უბრალო ტანსაცმელი (მაისური ან ფლანელის კუბოკრული პერანგი), ოდნავ უხეში შესახედაობა.
ლამბერსექსუალების სტილი უპირისპირდება ე.წ. მეტროსექსუალებს - მოვლილ მამაკაცებს, რომლებიც ძვირფას, მოდურ ტანისამოსს ანიჭებენ უპირატესობას. სახელწოდება "ლამბერსექსუალი" მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან "lumberjack" - "შეშის მჭრელი". სწორედ ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ტყეებში მომუშავე შეშისმჭრელები - წვერიანი, ძლიერი აღნაგობის, უხეში შესახედაობის და უბრალო ფლანელის პერანგებში გამოწყობილი მამაკაცები გახდნენ ამ ტენდენციის შთაგონება. თუმცა, შეშისმჭრელისგან განსხვავებით, ლამბერსექსუალი მამაკაცი სინამდვილეში არის ტიპიური ქალაქის მაცხოვრებელი, რომელიც ახალი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს და კარგ ანაზღაურებას იღებს. ამასთან, იგი საკმარისად დახვეწილიცაა: წვერი და ვარცხნილობა ძალიან მოვლილი აქვს, გემოვნებიანია და უყვარს ოჯახური სამზარეულო. ამ სტილის ცნობილი მიმდევრები არიან: ამერიკელი მსახიობები, რაიან ჰოსლინგი და ჯო მანგანელო ფრანგი ფეხბურთელი ერიკ კანტონა, ავსტრალიელი მსახიობი ჰიუ ჯეკმანი, ბრიტანელი ჩარლი ჰანამი და სხვ. 7150 13-ს მოსწონს
|