x
მეტი
  • 29.12.2024
  • სტატია:139101
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512625
ნამდვილი ამბავი რომელიც მხიარულ განწყობაზე დაგაყენებთ.

image




თავიდანვე გარკვეული რომ იყოს ჩემი სვანებისადმი დამოკიდებულება მოგახსენებთ, რომ სამეგობროში ძალიან ბევრი სვანი მყავს და როცა მირეკავენ ელგუჯათი კი არ მომმართავენ არამედ მუხბეთი (რაც ძმას ნიშნავს და სვანები ყველას არ მიმართავენ ასე).
მინდა მოგიყვეთ ერთ სასაცილო შემთხვევაზე, რომელიც ახალი წლის დადგომამდე 2 დღით ადრე მოხდა და მე შევესწარი.

ტელევიზორის პულტის შესაძენად მივედი ერთერთი ცნობილი მაღაზიათა ქსელის ზუგდიდის მაღაზიაში (ქსელს შეგნებულად არ ვასახელებ რეკლამირებაში რომ არ ჩამითვალონ), მოკლედ მივედი და გაირკვა, რომ მაღაზიის მენეჯერი ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ვისაუბრეთ ხან მისი და ხან ჩემი ამბებიც და ამ საუბრისას ჩვენი ყურადღება მაღაზიაში დაწყებულმა ჩოჩქოლმა მიიქცია. ლევანი (ჩემი მეგობარი და მაღაზიის მენეჯერი) მივიდა გაბრაზებულ ახოვან მამაკაცთან რომელიც პრეტენზიებს გამოთქვამდა და მათ შორის გაიმართა დიალოგი. როგორც გაირკვა საქმე შემდეგში იყო: ამ მამაკაცმა (რომელიც სვანი აღმოჩნდა) ჩვენი საუბრის დროს შეიძინა ერთერთი ბრენდის სარეცხი მანქანა რომელიც 7 კილოგრამამდე სარეცხს რეცხავს ერთდროულად და სწორედ ეს სარეცხი მანქანა გახდა ჩოჩქოლის მიზეზი.
მოკლედ ამ ბატონმა იყიდა სარეცხის მანქანა, მაღაზიის მომსახურე პერსონალმა მიიტანა
მის მანქანამდე და ამ ბატონის მოთხოვნის გამო იქვე დაუტოვა (მე თავად ჩავდებ საბარგულში სარეცხ მანქანასო ). ბუნებრივია ერთმა თუნდაც ჯანიანმა მამაკაცმა ვერ შეძლო მანქანის საბარგულში მოეთავსებინა შეფუთულ მდგომარეობაში, საკმაოდ დიდი ზომების მქონე სარეცხი მანქანა და უკანვე შემოვიდა მაღაზიაში შემდეგი სიტყვებით: კაცო თქვენ მითხარით ეს სარეცხი მანქანა 7 კილოიანიაო და ეს კი ისეთი მძიმეა ლამის წელი ჩამაწყვიტა, მეგრელი აფერისტები ხართ ამ მაღაზიაში სათითაოდო.
ახლა წარმოიდგინეთ იქ რაც მოჰყვებოდა ამ ბატონის სიტყვებს იქ მყოფი საზოგადოების მხრიდან.
საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ამ სვანმა ბატონმაც ბოდიში მოიხადა: არ ვარ ტექნიკაში მაინცდამაინც გათვიცნობიერებული და მაპატიეთო.



5
214
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
214
  
2015, 1 თებერვალი, 21:58
რომ გადამეღო მაგარი იქნებოდა, მაგრამ რა ვიცი ვერ მოვიფიქრე. :)
2015, 1 თებერვალი, 21:55
ცოცხალი ანეგდოტი.:))
2015, 1 თებერვალი, 21:54
ასე იყო და იქ რაც მოხდებოდა წარმოიდგინეთ. :D
2015, 1 თებერვალი, 21:53
:))))
0 1 5