x
სენკაკუს სამხედრო ბაზის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება

ერთი წლის წინ, ჩინეთმა ჩამოაყალიბა ძალიან დიდი "სამხედრო თავდაცვითი ზონა" (ADIZ) აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, რათა გაემყარებინა საკუთარი
ტერიტორიული მოთხოვნები სენკაკუს კუნძულების ტერიტორიაზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა საკუთარი სერიოზული შეშფოთება B-52 ტიპის ბომბდამშენების გაგზავნით, რომელთაც გაიარეს ამ ტერიტორიაზე 2013 წლის ნოემბრის მიწურულს. 2013 წლის 30 იანვარს იაპონიის მთავრობამ
განაცხადა, რომ ჩინურმა ფრეგატმა (მცირე გემი) დაბლოკა ცეცხლის მაკონტროლირებელი რადარი იაპონურ გამანადგურებელზე. უკვე 2014 წლის მარტში ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ჩინეთი არ გააჩაღებს ომს, მაგრამ ნებისმიერ პროვოკაციას საკადრისად უპასუხებს.

ამ პრობლემის გადაჭრის გარკვეული გზები უკვე გამოითქვა. გამოსავალი მოიძებნებოდა მაშინ, თუ ორივე ქვეყანა გახდიდა საკუთარ მოთხოვნებს უფრო ზომიერს საერთაშორისო სამართლისა და 1982 წლის "გაეროს საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციის" გათვალისწინებით. ეს შემოთავაზება საინტერესოდ იქნა მიჩნეული, მაგრამ ჩანს, რომ ის პოლიტიკოსების მიერ სერიოზულად ვერ იქნებოდა აღქმული. მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსები და აკადემიკოსები ორივე, ჩინური და იაპონური
ბანაკებიდან, ცდილობენ, პასუხი გასცენ შეკითხვებს, ვინ დარჩება გამარჯვებული ომის დაწყების შემთხვევაში და რატომ არ არსებობს ორივე მხარისთვის მისაღები და, ამავდროულად, პოლიტიკურად შესაძლებელი გადაწყვეტილება. მეორე იდეის თანახმად, საჭირო არის საზღვაო ხაზების კონტროლის ზრდა აშშ-რუსეთს შორის, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს
შორის ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტი. არსებობს საფუძვლიანი შიში იმისა, რომ ნებისმიერი საზღვაო ინციდენტის შემთხვევაში წარმოიშობა სრულმასშტაბიანი ომი აზიის ორ უდიდესი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანას შორის.

2014 წლის ნოემბერში, APEC (Asia-Pacific Economic Cooperation) სამიტზე, ქვეყნების მეთაურებმა, სი ძინპინმა და აბემ საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ჩამოეყალიბებინათ ცხელი ხაზისა და საზღვაო კომუნიკაციის მექანიზმი. ეს შეთანხმება ნამდვილად გახლავთ საუკეთესო რამ, რაც შეიძლება პეკინსა და ტოკიოს შორის ამ დაძაბული ურთიერთობის დროს შეიძლება გაკეთებულიყო. ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსები არ უნდა ეცადონ, გაამწვავონ სიტუაცია იქამდე, სანამ არ მიიღებენ გრძელვადიან გადაწყვეტის გეგმას, მანამდე კი ორივე მხარემ უნდა გააუმჯობესოს და მოარგოს საკუთარი სენკაკუს კუნძულებიმოთხოვნები სართაშორისო სამართლის ნორმებს.

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:ამზა ჩარგაზია
ამზა ჩარგაზია
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0