საქართველო პრეზიდენტი პარლამენტს თებერვალში ესტუმრება 2015, 3 იანვარი, 22:32 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური მოხსენებით პარლამენტში თებერვალში წარსდგება. ქვეყნის პირველი პირი საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის წესს რეგლამენტი განსაზღვრავს რომლის გათვალისწინებით პარლამენტი როგორც წესი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიყრ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს რეგლამენტის მიხედვით პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება მაგრამ შესაძლოა პრეზიდენტი პირველივე სხდომაზე არ გამოცხადდეს და მისი საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის თარიღი კონსულტაციების შედეგად შეთანხმდეს .... 5 შეფასება არ არის
|