x
image
Ezhichok
როგორ იზრდებიან ცეცხლის ნიშნის ქვეშ დაბადებულები?

imageროცა ვიზრდებით, ვიხსენებთ საკუთარ თავს ადრეულ ასაკში და ვფიქრობთ: "ეჰ, რა სულელი ვიყავი მაშინ!"... ხანდახან საკუთარი დღიურის გადაკითხვისაც კი გვრცხვენია. თუმცა, ყოველი სისულელის ჩადენისას გვემატება გამოცდილება და ამის გარეშე არ ვიქნებოდით ისინიც, ვინც ვართ... ნეტა ვინ გავხდებით რამდენიმე წლის მერე? როგორც წესი, ამაზე ფიქრს თავს ვარიდებთ. ალბათ წარსულში ჩახედვა უფრო ადვილია, ვიდრე მომავალში. მოკლედ, ეს ჰოროსკოპი დაგეხმარებათ და გაგახსენებთ, როგორები ვიყავით წარსულში და როგორები გავხდებით წლების შემდეგ.


ვერძი - ახალგაზრდა ვერძი ეს არის გალაქტიკისთვის ყველაზე დიდი საფრთხე! მგონი, როცა დაიბადნენ, ღმერთმა მათ მისცა ასანთი და ასაფეთქებლები, მაგრამ არ აუხსნა მათ როგორ უნდა გამოიყენონ ისინი.ამიტომ ვერძებიდან ყველაზე ნიჭიერებს ასაფეთქებლების სასიკვდილო იარაღად გარდაქმნა შეუძლიათ, რითაც უდიდეს საფრთხეს უქმნიან გარშემომყოფებს. ეს ძალიან სახალისოა (ვერძისთვის), მით უმეტეს თუ დარჩება ვინმე ცოცხალი... ცოცხალთათვის არც თუ ისე სახარბიელოა ეს სიტუაცია, თუ კი რა თქმა უნდა თვითონაც ვერძები არ არიან. მოკლედ რომ ვთქვათ, ვერძები ნამდვილი ოინბაზები არიან. თუმცა, რა თქმა უნდა დრო თავისას აკეთებს. გაზრდილი ვერძი თავის ფეთქებად ჰობის პროფესიაში გამოიყენებს. ადვილად დაიყოლიებს კოლეგებს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. ამგვარად, ვერძებს ასაკი არ ცვლის... უბრალოდ იცვლება ამპლიტუდა.


ლომი - ლომის ბოკვერი ლომისგან იმით განსხვავდება, რომ ბოკვერს უკვე აქვს ამბიციები, მაგრამ არ აქვს გამოცდილება, რათა ეს ამბიციები დაიკმაყოფილოს, ხოლო ზრდასრული ლომი, უკვე ხვდება კონრეტულად რა უნდა და სჭირდება. მათ უკვე აქვთ გამოცდილება იმისა, თუ როგორ უნდა წარდგნენ პუბლიკის წინაშე და როგორ მოახდინონ ფურორი! ამრიგად, ბოკვერი ცდილობს გადალახოს შინაგანი კომპლექსები, ხოლო ლომი სწავლობს ჰარმონიულ ურთიერთობას მის "დაქვემდებარებულებთან". თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად პირიქით ხდება... ანუ "დაქვემდებარებულები" ცდილობენ ჰარმონიას მიაღწიონ მეფეებთან ურთიერთობაში, რადგან როგორც წესი, ლომს ეს აზრადაც არ მოსდის.



მშვილდოსანი - ადრეულ ასაკში, ისევე როგორც ყველა, ეძებს საკუთარ თავს. ხშირად ამ ძიებას მიჰყავს შედეგამდე, როგორიცაა ჩინური ენის სწავლა, როკ გიტარისტობა, უცნაურობების შეგროვება(მაგალითად მკვდარი ვირთხების), ეტანებიან ვიდეო თამაშებს, ისე რომ ნორმალურად გამოძინებასაც ვერ ახერხებენ. ასაკის მატებასთან ერთად, ნელ-ნელა უბრუნდება მიწიერ ცხოვრებას, ოღონდ სულ ცოტათი. როგორც წესი, ბავშვობის გართობები ისევ რჩება, ოღონდ ერთ სათამაშოს მეორე ცვლის: მაქანა, ქალები/კაცები, ელიტარული ალკოჰოლი, მოგზაურობა... რა თქმა უნდა მშვილდოსანი ცდილობს გამოვიდეს თამაშის ასაკიდან, მაგრამ რას ვიზმათ... მშვილდოსანი ხომ მშვილდოსანია?

0
190
5-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0