საქართველო საქართველოს ქალაქების მთავარი ნაძვის ხეები (ფოტოკოლაჟი) 2014, 30 დეკემბერი, 11:21 სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება საქართველოს ქალაქების მთავარი ნაძვის ხეების ამსახველი ფოტოები. ნაძვის ხეს როგორც წესი ქალაქის მთავარ მოედანზე დგამენ და მისი საზეიმოდ მორთვა ქალაქის მმართველ ორგანოს პრეროგატივაა. თუ როგორ გამოიყურება ქალაქების მთავარი მოედნები ამის შესახებ ამ ფოტოკოლაჟიდან შეიტყობთ. ეს ფოტოები ინტერნეტში ვრცელდება.
ცოტა რამ ნაძვის ხის მორთვის ტრადიციის შესახებ, რომელიც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში ოდნავ მოგვიანებით მეთვრამეტე საუკუნეში შემოვიდა.ისტორია კი ისევე როგორც ყველგან, საქართველოშიც იგივეა
მაშინ როდესაც წმინდა მარიამი და ახალშობილი იესო რომაელებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ, დედა შვილს თავი ტყის პირისთვის შეუფარებია,
მდევრებს მათი კვალისთვის მიუგნიათ და დაუცველად დარჩენილ ჩვილიან ღვთისმშობელს ნაძვმა მძიმე წიწვიანი ტოტი ჩამოაფარა .
ამის გამო მარადმწვანე ნაძვს შობა ახალი წლის სიმბოლოდ თვლიან. როგორც სხვა წყაროები წერენ შობა–ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები ჩვენს ქვეყანაში, შორეულ წარსულში ჩაისახა. საახალწლო წეს ჩვეულებათა აღწერილობა შორეულ მეთოთხმეტე საუკუნის ისტორიულ კვლევებშიც არის შემონახული. აშკარაა, რომ ახალი წელი ქართველების ერთ–ერთი უსაყვარლესი დღესასწაულია. რამდენიმე საუკუნეა ყოველი დეკემბრის ბოლოს, ჩვენს ოჯახებში ამ დროს რთავენ ნაძვის ხეს, დგამენ ჩიჩილაკს, ამზადებენ გოზინაყს .ახლობლებს უკეთებენ საჩუქარს და ამით ყველა ოჯახი იქმნის საახალწლო განწყობას. ისევე როგორც ადრე გვიხარია ფეხბედნიერი მეკვლის შემოსვლა. ვმღერით სიმღერებს და საგალობლებს და ტკბილეულის მოწოდებისას ერთმანეთს ძველებურად "ტკბილად დაბერებას" ვუსურვებთ, გილოცავთ დამდეგ 2015 წელს.' ფოტოკოლაჟი: თბილისი. მცხეთა: სამტრედია: ქარელი: ზუგდიდი: ფოთი: აბაშა: თელავი: ლაგოდეხი: ქუთაისი: თერჯოლა ბათუმი: 111 3-ს მოსწონს 1-ს არა
|