საზოგადოება ყველაზე თაღლითი მამაკაცები ცნობილთა შორის 2012, 17 მაისი, 20:21 გამოქვეყნდა ყველაზე სახელგანთქმული, თაღლითი მამაკაცების სია, რომელშიც შევიდნენ ჯუდ ლოუ, ბრედ პიტი, არნოლდ შვარცნეგერი, ბილ კლინტონი და სხვები.
მერვე ადგილი ჯუდ ლოუმ დაიკავა.თაღლითობაში, კი მას ადანაშაულებენ იმის გამო, რომ რომანი ჰქონდა შვილის ძიძასთან. ბრედ პიტმა ამ სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა.გამოკითხულთა არგუმენტებით თუ ვიმსჯელებთ, თაღლითის იმიჯი, მსახიობს მას შემდეგ შეექმნა, რაც ფილმში"მისტერ და მისის სმიტები", ანჯელინა ჯოლისთან თამაშის შემდეგ, მიატოვა ჯენიფერ ანისტონი.თავად ბრედ პიტი მათ შეხვედრაზე ამბობს:"მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ვეუბნებით ჩვენს პატარებს, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე ცუდი ფილმი, რაც კი ოდესმე გადაღებულა, სადაც დედიკო და მამიკო შეხვდნენ ერთმანეთს." რაც შეეხება პირველ ადგილს, ყველაზე თაღლით მამაკაცთა შორის, ეს ადგილი არნოლდ შვარცნეგერს მიაკუთვნეს.მიზეზი, კი კვლავ ღალატი აღმოჩნდა.ის ახლახანს დაშორდა მეუღლეს, რომელმაც გაიგო, რომ არნოლდს მოახლისგან შვილი ჰყოლია.ბავშვი, კი არნოლდისა და მისი მეუღლის შვილის თანატოლი აღმოჩნდა.რაც იმას ნიშნავს, რომ მსახიობი მეუღლეს მთელი ქორწინების მანძილზე ატყუებდა. 792 6-ს მოსწონს |