x
image
გვანცა1234
ხრიკები, რომელიც ნამდვილ დიასახლისს აუცილებლად გამოადგება

1) თუ ჭიქები ერთმანეთში გაიჭედა და ვერ იღებთ, შიგნითა ჭიქაში ყინული მოათავსეთ, გარეთა კი თბილ წყალში ჩადგით.
სითბოს ზემოქმედებით ჭიქა გაფართოვდება, ცივი ჭიქა კი შემჭიდროვდება და მათ ადვილად გაალკევებთ. image2) თუ კარტოფილის ან მაკარონის ნახარშის გადაღვრას დააპირებთ, დაფიქრდით, რადგან როდესაც ნახარში გაცივდება, შეგიძლიათ ოთახის მცენარეებს, დაუსხათ.
მასში შემავალი ნივთიერებები მცენარეებს მოუხდებათ. image3) თუ გსურთ, რომ რძე არ დამჟავდეს, გახსნისთანავე დაამატეთ ბოთლში მწიკვი მარილი.
ასე რძეს უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ საღად. image4) ალბათ შეგიმჩნევით ნადები ელექტროჩაიდნის ფსკერზე, ამ ნადების მოსაშორებლად მასში უნდა აადუღოთ წყალი და ძმარი - 1:1 პროპორციით. image5) ტომარაში კარტოფილი რომ არ გაღივდეს, მასთან ერთად რამდენიმე ვაშლიც უნდა მოათავსოთ. image6) თუ წვნიანი დაგიმლაშდათ, მასში მოათავსეთ ერთი მთლიანი, გათლილი კარტოფილი. ის შეიწოვს ზედმეტ მარილს. image7) არ შეინახოთ ბანანი სხვა ხილთან ერთად. ასევე არ შეიძლება მისი შენახვა ერთ ყუნწზე წამოცმული. სასურველია გააცალკევოთ და ისე შეინახოთ. ასე უფრო დიდხანს შეინარჩუნებს საღ იერს. image8) ცარიელმა ჰერმეტულად დახურულმა კონტეინერებმა შენახვის დროს რომ უსიამოვნო სუნი არ მიიღოს, ჩაყარეთ ცოტაოდენი მარილი მასში. image

6
2711
16-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2711
  
2014, 29 დეკემბერი, 23:08
გაიხარე :))
2014, 29 დეკემბერი, 23:07
დიდი მადლობა :)
2014, 29 დეკემბერი, 22:07
ძალიან სასარგებლო რჩევებია, ყოჩაღ! :)
2014, 29 დეკემბერი, 20:38
საკმაოდ პრაქტიკული და გამოსადეგი რჩევებია
2014, 29 დეკემბერი, 19:49
მადლობაა :))
2014, 29 დეკემბერი, 18:02
კარგი რჩევებია :)
0 1 6