x
image
უნიჭო მწერალი
ოსკარი როგორც უცხოპლანეტელი

imageაგერ უკვე მერამდენე წელმა ჩაიარა და საზოგადოების ერთ-ერთმა ფავორიტმა და მათმა უსაყვარლესმა კუმირმა ლეონარდო დიკაპრიომ დღემდე ვერ მოახერხა კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდოს ოსკარის მოგება მიუხედავად იმისა რომ ის 5 ჯერ იყო ნომინირებული ამ ჯილდოზე მაგრამ ამაოდ ხუთივე ცდა კრახით დამთავრდა.
არადა იყო რამდენი განუმეორებელი როლი შეუდარებელი შესრულება ავიღოთ რამოდენიმე მათგანი თუნდაც Gangs Of New York ან The Basketball Diaries ბევრი შემედავება და იტყის რომ მისი საუკეთესო როლი იყო ტიტანიკი ან თუნდაც სხვა რომელიმე მისი გენიალური შემოქმედებიდან. რაც შეეხება ტიტანიკს პირადად ჩემთვის გაკვირვებას არ იწვევს ის ფაქტი რომ ლეომ ამ ფილმით ვერ მოახერხა ოსკარის მოგება დანამდვილებით ისიც არ ვიცი იყო კი საერთოდ ამ ფილმისთვის ის წარდგენილი ოსკარზე. რაც შეეხება ტიტანიკს აქ თვითონ ტიტანიკი და ისტორიაა წინა პლანზე და აისბერგი რომელმაც ის იმსხვერპლა. არავინ აკნინებს ლეოს მაგრამ ჩემი აზრით ვისაც არ უნდა ეთამაშა Jack Dawson როლი ის იქნებოდა ისეთი წარმატებული თუ არა მინიმუმ ტიტანიკი არ დაკარგავდა საკუთარ დიდებას. რაც შეეხება ისეთ ფილმებს როგორიც არის ჩემს მიერ უკვ ზემოთ ჩამოთვლილი ჩემთვის მართლაც გასაოცარია ის ფაქტი რომ ამ ფილმებით მან ვერ მოახერხა სანატრელი ჯილდოს მოპოვება თუმცა იმ დროს ალბათ სიტყვა სანატრელი და სანუკვარი ნაკლებად ითქმის რადგან ლეო მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და ალბათ გულის სიღრმეში ვერც წარმოიდგენდა რო ბედის ვარსკვლავი მას ასეთ ირონიულ თავგადასავლებს უმზადებდა წინ.
დრო გადის ლეო კი კვლავ მარტოა ოსკარზე ფიქრებთან რა არი მიზეზი? ის დღემდე ასე მარტო სანატრელი ოსკარის გარეშე დატოვა კინო აკადემიამ ან იქნებ თავად ოსკარს არ მოსწონს ლეო? მართლაც რომ ბედის ირონიაა ჰოლივუდის ერთერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მთავარი პრიზის გარეშე აგერ უკვე მერამდენე წელია გენიალურ როლებს ქმნის და ყოველი მისი როლი ისტორიის ახალი ფურცლის დაწერას გავს. ოსკარი როგორც უცხოპლანეტელი ლეოსთვის ის კოსმოსივით შორსაა რომელიც მხოლოდ სიზმრებში მოდის თუმცა ყოველი ხმის დროს როცა გაისმის გამარჯვებულის ვინაობა თითქოს სიზმრებიც მთავრდება.
imageimage
imageimage

0
18
6-ს მოსწონს
ავტორი:უნიჭო მწერალი
უნიჭო მწერალი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0