ნამცხვრები უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი ლიმნის ნამცხვარი 2014, 27 დეკემბერი, 1:17 საჭირო მასალა: 1 კვერცხი, 50 გრამი კარაქი, ნახევარი ჭიქა შაქარი, ერთი ჭიქა ფქვილი, 1/4 ჩაის გამაფხვიერებელი, 1/8 ჩაის კოვზი სოდა, ცოტაოდენი მარილი, 1 ლიმნის ცედრა, 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი, შაქრის პუდრი დაგვჭირდება ამოსავლებად. მომზადება: ავზილოთ კარაქი და შაქარი, დავუმატოთ კვერცხი და ავთქვიფოთ. დავუმატოთ სოდა, ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი, ცედრა, ლიმნის წვენი და მიღებული ცომი 40 წუთით გავაჩეროთ მაცივარში. ცომისაგან დავამზადოთ მომცრო ბურთულები, ამოვავლოთ პუდრში და 15 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. 284 15-ს მოსწონს
|