x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135657
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510011
ფრინველების შეჯახების შედეგად დაზიანებული თვითმფრინავები.

image მინდა მოგითხროთ
არცთუ სასიამოვნო, მაგრამ ძალზე აქტუალურ საკითზე, რომელიც ეხება თვითმფრინავებისათვის
საშიშ მოვლენას-ფრინველის შეჯახებას თვითმფრინავთან.
ბუნებრივია საუბარია აფრენილ თვითმფრინავებზე
და არა უკვე „დამჯდარ“ თვითმფრინავებზე.
ტერორიზმის გავრცელებასთან ერთად დაიხვეწა აეროპორტებში და თავად თვითმფრინავებში ასვლის მომენტში შემოწმების სისტემები, რამაც
მაქსიმუმამდე შეზღუდა ტერაქტის მოწყობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით გამკაცრდა შემოწმება
ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, როცა „ტყუპი“ ცათამბჯენები ააფეთქეს გატაცებული ავიალაინერებით ტერორისტებმა.

არსებობს სხვა საფრთხეც, საომარი მოქმედების
არეალში მოხვედრა, მსგავსი სიტუაციაში მოჰყვა სამგზავრო ბოინგი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარ მდგომარეობას „ემსხვერპლა“.
აქაც იპოვეს გამოსავალი და საერთაშორისო ფრენის
მაგისტრალები მაქსიმალურად დააშორეს, საომარი მოქმედების ზონებს, მაგრამ არსებობს სხვა
საფრთხეც და მე მინდა ამ საფრთხეზე მოგითხროთ.

მე არ ვაპირებ ვინმეს დაშინებას და სულაც
არაა „აქსიომა“ თითოეულ ცაში აფრენილ თვითმფრინავს დაემუქროს ის საფრთხე, რაზეც მინდა
თქვენი ყურადღების გამახვილება.

მაშ ასე რაა ის საფრთხე რომელსაც სამგზავრო
ავიალაინერებთან ერთად სამხედრო ავიაციასაც
კი უქმნის საფრთხეს.

ეს საფრთხე კი არც მეტი და არც ნაკლები ფრინველებია,
რომლებიც ხვდებიან ავია მიმოსვლის გზებზე და იშვიათად, მაგრამ ეჯახებიან თვითმფრინავს,
რითაც საფრთხეს უქმნიან მას.

ბევრს მჯერა გაეცინება ამის წაკითხვის მერე-რა საფრთხე უნდა შეუქმნას თუნდაც მოზრდილმა ფრინველმა უზარმაზარ ავიალაინერს ან სამხედრო
თვითმფრინავსო, მაგრამ დამიჯერეთ ასეც არაა საქმე.

პატარა ჩიტს რომელიც მოხვდება თვითმფრინავის
ძრავში სულ ადვილად შეუძლია გამოიწვიოს ძრავის აალება და საბოლოო ჯამში ხანძარი.

პილოტის საქარე მინაზე დაჯახებისას კი შესაძლებელია
ორმაგი მინის დამტვრევა და თვითმფრინავის ჰერმეტულობის დარღვევა, რაც საბოლოო ჯამში
ტრაგედიის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ამიტომაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში
აეროპორტებსა თუ აეროდრომებზე დაყენებულია სპეციალური მოწყობილობები, რომელთა მუშაობა
ფრინველებს აფრთხობს და როგორც იტყვიან „სათოფეზეც“ კი არ ეკარებიან აეროპორტებსა თუ აეროდრომებს.

გთავაზობთ ფრინველების თვითმფრინავებთან დაჯახების
შედეგებს ფოტოკოლაჟის სახით.
imageimageimageimageimageimageimageimage











































































































































imageimage














3
518
18-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
518
  
2014, 26 დეკემბერი, 22:10
ნახე აბა ფეისბუქზე?
2014, 26 დეკემბერი, 21:29
ზებგერითი სამხედრო თვითმფრინავისთვისაც კი საფრთხეს წარმოადგენენ.
2014, 26 დეკემბერი, 21:26
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ფრინველს ასეთი რამ თუ შეეძლო. :)
0 1 3