საქართველო "პრემიერის ეს ლაჩრული განცხადება სურვილს მიჩენს - მივცხო პირზე ხელუკუღმა" 2014, 26 დეკემბერი, 11:31 "საქართველოს თავდაცვის მინისტრს "არც ეუხერხულება და არც არაფერი" - პრემიერის ეს უტიფარი და ლაჩრული განცხადება მთელი დღეა თავში მიტრიალებს და გამოვტყდები, რომ მხოლოდ ერთ, არცთუ საამაყო სურვილს მიჩენს - საჯაროდ მივცხო პირზე ხელუკუღმა. აქვე შეგახსენებთ 25 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს: "სრულიად გაუგებარია ჩემთვის ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მოწოდებები იმის თაობაზე, რომ მინდია ჯანელიძე გადადგეს, მე მგონი არასწორი საუბარია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უფრო გონივრული იქნება, დროზე დავასრულოთ ეს საუბარი და მართლაც ისტერია. მინდია ჯანელიძესთან მქონდა საუბარი. მას არც ეუხერხულება და არც არაფერი. ჩვენ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ პოზიცია". მთავრობის მეთაურის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებაზე "ამხელა აჟიოტაჟის" ატეხვა, თავდაცვის სამინსტროსთვის შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია. 440 9-ს მოსწონს
|