x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135657
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510011
რატომ ვრთავთ საახალწლოდ ნაძვის ხეს და რა კავშირი აქვს მას ქრისტიანულ რელიგიასთან

image



ალბათ ბევრმა არ იცის, რატომ ვრთავთ საახალწლოდ მაინც და მაინც ნაძვის ხეს, რომელსაც, სხვათ შორის, კათოლიკურ სამყაროში საშობაო ხეს (CHRISTMAS TREE) უწოდებენ. ამის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს.


ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მე-7 საუკუნეში ინგლისელი მღვდელი გაემგზავრა გერმანიაში ქრისტეს სჯულის გასავრცელებლად. ადგილზე მისულმა მოძღვარმა მრევლს ნაძვის ხის სამკუთხოვან ფორმაზე აუხსნა წმინდა სამების (მამა, ძე და სულიწმინდის კავშირი) არსი. ამგვარად, მრევლმა სწორედ ნაძვის ხესთან მოახდინა წმინდა სამების დაკავშირება. ასე იქცა ნაძვის ხე შობის სიმბოლოდ ევროპაში, შემდეგ კი მთელს ქრისტიანულ სამყაროში.


imageნაძვის ხის, როგორც ქრისტიანული შობის სიმბოლოს გამოჩენის კიდევ ერთი ვერსია უკავშირდება გერმანელი მისიონერის, წმინდა ბონიფაცის სახელს. VI სუკუნეში, წარმართებთან ქრისტიანობის ქადაგების დროს მისიონერმა მოჭრა მათი ღვთაების, ტორისადმი მიძღვნილი უზარმაზარი მუხა. წმინდა ბონიფაცის ამით უნდოდა ეჩვენებინა წარმართული ღმერთების უძლურება. დაცემისას მუხამ ყველა ხე წააქცია, გადარჩა მხოლოდ ერთი ნაძვი. აქედან მოყოლებული, იქცა ნაძვი შობის სიმბოლოდ ცენტრალური ევროპის ტომებში.


imageარის კიდევ ერთი ლამაზი ლეგენდა, რომლის მიხედვით, როდესაც იესო დაიბადა, ყველა ხემ მიართვა ძღვენი ახალშობილ უფალს: ბლის ხემ - ბალი, ვაშლის ხემ - ვაშლი და ა.შ. მხოლოდ ნაძვი იდგა და ჩუმად ტიროდა, ვერ ბედავდა ახალშობილთან მიკარებას, რადგან ეშინოდა არ დაეკაწრა. იესომ შეიწყალა საბრალო ნაძვი და ტკბილეულით და სათამაშოებით დაამშვენა. ამიტომაც ვრთავთ ნაძვის ხეს შობის აღსანიშნად.

0
723
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
723
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0