მუსიკა "The voice" - ის და "X Factor" - ის საუკეთესო მომენტები 2014, 25 დეკემბერი, 1:40 ეს მოხდა ავსტრალიურ "Voice" - ში... უიშვიათესი ხმის ტემბრი. კონკურსანტმა სიმღერის დაწყებისთანავე ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა. ერთ-ერთი საუკეთესო ნამღერი "The Voice" - ის ისტორიაში.
ჯოზეფ ველანი ახალგაზრდა მამაა, რომელიც ამბობს, რომ მისი ცხოვრების მიზანი შვილზე ზრუნვაა. ერთადერთი რაც მას სურს ისაა, რომ თავის შვილს კარგი ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს. როდესაც იგი "X ფაქტორი"- ს სცენაზე გამოვიდა, ძალიან მორცხვად წარმოთქვა თავისი სახელი და არავის ეგონა, რომ ასე ძლიერი ხმა ჰქონდა, მაგრამ როდესაც პირი გააღო და სიმღერა დაიწყო ყველა აღფრთოვანდა. ხალხი ფეხზე იდგა. ამ ბიჭს იმის გარდა რომ არაჩვეულებრივი ხმა აქვს, გამოირჩევა კარგი გარეგნობით და ჩემი აზრით, მისმა შვილმა ნამდვილად უნდა იამაყოს, რომ ასეთი მოსიყვარულე მამა ჰყავს. 34 წლის კრისტოფერ მელონი ძალიან ახლოსაა თავის ბებოსთან. ამ ქალბატონს ყოველთვის სჯეროდა შვილიშვილის, მაშინაც კი როცა თვითონ კრისტოფერს არ სწამდა საკუთარი შესაძლებლობების. წლების განმავლობაში იგი უარს ამბობდა ბრიტანული ნიჭიერის აუდიტორიის წინაშე წარდგომაზე, მაგრამ როგორც იქნა მან ეს ნაბიჯი გადადგა. თან მისი დიდი ფანი წამოიყვანა და მის პატივსაცემად შეასრულა სიმღერა, რომელიც ბებომ თავისი ქმრის დაკრძალვაზე იმღერა. მე არასოდეს მინახავს აუდიტორია ასე გაოცებული ყოფილიყოს ჯერ კიდევ ნომრის დასრულებამდე. ეს 25 წლის მონაზონი კრისტინა სკუციაა. ის მსოფლიომ გაიცნო მას შემდეგ, რაც იტალიური ახალი ხმის ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე წარსდგა. 2014 წლის მარტში მან გააგიჟა მაყურებელი სიმღერის "No One" - ის თავისებური ინტერპრეტაციით. მონაზონს რომ ასე ემღეროს, მე არასოდეს მინახავს. მან სიმღერაში მთელი გული და სული ჩადო. კრისტინამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას აქვს ნიჭი და მისი სხვებთან გაზიარება სურს. მან ისიც აღნიშნა, რომ ახალი ხმის სცენაზე ქრისტიანობის პოპულარიზაციის გამოც გამოვიდა. 10 3-ს მოსწონს 2-ს არა
|