x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138459
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
მარიამ როინიშვილი პროექტის დატოვების შემდეგ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს: "ჩვენ მხოლოდ ხალხი გვიმესიჯებდა"
image
მომღერალი, მარიამ როინიშვილი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე გახლდათ. გოგონა შრომისმოყვარეობისა და ნიჭის წყალობით პროექტის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა. მარიამმა პროექტის გამო ბევრ რამეზე თქვა უარი. გოგონა "სანტა ჩეჩილიას აკადემიაში" ჩაირიცხა, სასწავლო პროცესი კი სწორედ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამო გადაავადა. მეტიც, მომღერალი რამდენიმე კვირის მანძილზე გაბზარული ნეკნით ცეკვავდა. მარიამმა პროექტი ნახევარფინალში დატოვა. მომღერალმა მომხდართან დაკავშირებით ერთი შეხედვით უწყინარი, მაგრამ ამავე დროს სკანდალური განცხადება გააკეთა. გოგონამ ჯერ ყველას მადლობა გადაუხადა, მოგვიანებით კი დასძინა, რომ კონკურსსა და ფინალებში მხოლოდ ძლიერები რჩებიან. ეს კი მაშინ, როდესაც ჟიური ცალსახად უსვამდა ხაზს მარიამის უპირატესობას სხვა კონკურსატებთან შედარებით. მეტიც, მომღერალის მტკიცებით გასულმა დღემ იმაში დაარწმუნა, რომ მას მხოლოდ ხალხი უმესიჯებდა. საინტერესოა ფინალისტების მხარდასაჭერად ვინ აგზავნიდა "sms"-ებს თუ არა ხალხი.

image

"არც კი ვიცი საიდან დავიწყო. მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი, მართლა დაუვიწყარი პერიოდი იქნება ყოველთვის! გადავხედე ჩვენს ცეკვებს, პირველი ტურიდან მოყოლებულს და გამახსენდა ყველა წუთი და წამი, რომელიც ერთად გამოვიარეთ ლევანმა და მე.... ლევანი, პირველ რიგში უბედნიერესი ვარ რომ ესეთი პიროვნება მედგა გვერდით! კიდევ არ იცით, რა მაგარი შეგრძნებაა, როცა იცი რომ გვერდით გყავს სამართლიანი და ღირსეული ადამიანი! ყოველთვის იყო დიდი საყრდენი და მე ბედნიერი ვარ, რომ უბრალოდ გაგიცანი... რაც შეეხება შენ პროფაესიონალიზმს, ეს კიდევ ცალკე თემაა. რაც შენ ჩემთვის გააკეთე, ამ თითქმის სამი თვის განმავლობაში უბრალოდ არც კი ვიცი ამისთვის მადლობა როგორ უნდა გადაგიხადო... ერთი სიამოვნება იყო შენთან ცეკვა და იმედი მაქვს ერთხელ ისევ ვიცეკვებთ. დიდი მადლობა ლევან გვერდში დგომისთვის, დიდი ყურადღებისთვის, თავდაუზოგავი შრომისთვის, მადლობა შენი პროფესიონალიზმისთვის! იქნებ შემდეგმა წყვილმა უფრო გაამართლოს და ფინალშიც მოხვდე, რადგან შენ ამას უდავოდ იმსახურებ! კიდევ ერთხელ მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანო და ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივი იყო შენს გვერდით დგომა! რაც შეეხება ხალხს, რომელიც ასეთი დიდი სიყვარულით გვიხსენიებს მე და ლევანს, მართლა საოცარი შეგრძნებაა, როცა ამდენი ადამიანი, სხვადასხვა ასაკის, ყველა სიყვარულს გიხსნის და გეფერება, გულის ამაჩუყებელია! დიდი მადლობა, ჩვენს გულშემატკივრებს სიყვარულისთვის და იმ ერთი სმს-ისთვის, რომელიც არ დაგენანათ და გამოგვიგზავნეთ. რამდენიმე ადამიანსაც მინდა გადავუხადო მადლობბა! ლაშა ჯოხაძე დიდი მადლობა ულამაზესი კოსტიუმებისთვის და გულშემატკივრობისთვის.

ეს კონკურსია და კონკურში, ფინალში, ძლიერები რჩებიან!!! წარმატებებს ვუსურვებ ნოდიკოს და ზურას! და ისევ დიდი მადლობა ხალხს! გუშინდელმა დღემ კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენ მხოლოდ ხალხი გვიმესიჯებდა"-წერს მარიამ როინიშვილი.


imageimage

11
6325
51-ს მოსწონს
9-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
6325
  
2015, 1 იანვარი, 15:39
გილოცავვვ
2014, 30 დეკემბერი, 21:23
კარგი სტატია.რას ერჩიან მარიამს ვერ გავიგე.
2014, 29 დეკემბერი, 13:37
ეგ თქვი შენა რა:D:D:D
ეს სტატია მგონი პირველ ადგილზეა არა?
2014, 29 დეკემბერი, 13:35
ხო ხო ხო რამდენი ბოღმა და შურიანი გვყოლია ამ საიტზე?????
2014, 26 დეკემბერი, 22:57
მართლაც რა უნდათ მარიამისგან, მარტო ის რად ღირს რომ მღერის არაჩვეულებრივად
2014, 26 დეკემბერი, 22:42
წარმატეებებს გისურვებთ
2014, 26 დეკემბერი, 22:19
რა უნდათ ამ გოგოსგან ვერ გავიგე რა :D
2014, 26 დეკემბერი, 21:37
ეს სტატია იმდენად მომეწონა, გავაზიარე კიდეც
2014, 26 დეკემბერი, 17:27
ძალიან დამწყდა გული, რომ გავარდა, ახლა დამშვიდდეს ყველა ვინც ფიქრობდა რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა, რადგან ხალხის მესიჯების გარდა სხვა საშუალებებითაც ცდილობს ფინალში გასვლასო. დაიმშვიდეთ გულები!!! ფინალში მონაწილეებს კი წარმატებებს ვუსურვებ..
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10