x
image
ციცი
Mediator image
უგემრიელესი "მედოკი"
image
ახალი წელი გვიახლოვდება...

ახალი წლის სუფრა კი ტკბილეულის გარეშე წარმოუდგენელია...

მინდა შემოგთავაზოთ კლასიკური "მედოკის" რეცეპტი, ეს არის ყველაზე იოლი და ამასთანავე იაფი ნამცხვარი. ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ეს მსუბუქი ნამცხვარი არ უყვარს...



მასალა ცომისთვის:

3 კვერცხი;

1, 5 ან 1 ჩაის ჭიქა შაქარი;

1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით;

3 ჩაის ჭიქა ფქვილი;

2 სუფრის კოვზი თაფლი;

2 სუფრი კოვზი კარაქი;

ვანილი.


მასალა კრემისთვის:

1 ქილა შესქელებული რძე(სგუშონი);

200 გრამი კარაქი.


მომზადების წესი:

წინასწარ დავდგათ გაზქურაზე ქვაბით წყალი და ავადუღოთ, რადგან "მედოკის" ცომი ორთქლზე მზადდება.

3 კვერცხისა და 1, 5 ჩაის ჭიქა შაქრისაგან მოვამზადოთ გოგლი-მოგლი; შემდეგ ჩავასხათ გამლღვალი კარაქი და თაფლი; 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით; ცოტა ვანილი და დავდგათ ორთქლზე, თან გამუდმებით ვუროთ. 5 წუთის განმავლობაში გვედგას ორთქლის აბაზანაზე და შემდეგ დავამატოთ 2, 5 ჩაის ჭიქა ფქვილი. ცომი წებოვანი გამოდის. ამის შემდეგ მაგიდაზე დავყრით დარჩენილ ნახევარ ჭიქა ფქვილს, ორთქლზე მომზადებულ ცომს გადავზელთ ფქვილში. ცომს გავყოფთ 3 ან 4 ნაწილად და გავაბრტყელებთ, გამოვაცხობთ ცხელ ღუმელში. გაითვალისწინეთ, რომ ფირფიტები მალე ცხვება. გამომცხვარ ფირფიტებს ჩამოვაჭრით გვერდებს და შევინახავთ ზემოდან მოსაფშვნელად.


კრემის მომზადება:

200 გრამი კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე და შემდეგ ნელ-ნელა დავამატოთ შესქელებული რძე და ცოტა ვანილი.


გამომცხვარ ფირფიტებს წავუსვათ მომზადებული კრემი და შემდეგ ჩამოჭრილი და დაფშვნილი ნამცხვრის გვერდები მოვაყაროთ ზემოდან.

გემრიელად მიირთვით!

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ასე ტკბილად გაგეტარებინოთ მთელი წელი!

1
15509
7-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
15509
  
2019, 13 იანვარი, 13:27
ეს რეცეპტი დიდ ჟარონაზეა გათვლილი თუ საშუალო ზომის მრგვალ ტაფაზე?
0 1 1