x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გასაოცარი ისტორიები იმ შინაურ ცხოველებზე,რომლებიც დაიკარგნენ,მაგრამ სახლის გზას მაინც მიაგნეს
1-ირლანდიული ტერიერი პრინცი-1914 წელს რიგითი ჯეიმს ბრაუნი სტაფორშირიდან ომში გაიწვიეს, ბრაუნის პოლკი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც საფრანგეთში იქნა გაწვეული.სახლში მან დატოვა საყვარელი ძაღლი სახელად პრინცი.მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები ძაღლს ყურადღებას და მოვლა-პატრონობას არ აკლებდნენ, ტერიერი მაინც განიცდიდა პატრონის არ ყოფნას.. ერთ მშვენიერ დღეს ძაღლი დაიკარგა, მან გადაცურა ლამანშის სრუტე და საფრანგეთში პირდაპირ სანგარში მიაკითხა პატრონს.

image

პოლკმა ძაღლი თავის თილისმად აქცია და საბრძოლო მოქმედებებში ჩააბა, ასრულებდა ფოსტალიონის ფუნქციებს, ბრძოლის ველზე წერილები დაჰქონდა.


image2-ავსტრალიური კეტლ დოგი სოფი ტაკერი-იან გრიფიტი ოჯახთან ერთად ისვენებდა იახტაზე, როდესაც ქარიშხლის დროს გემბანიდან გრიფიტის საყვარელი ძაღლი სოფი გადავარდა.



პატრონმა იფიქრა, რომ ძაღლი დაიხრჩო....გავიდა ოთხი თვე და როგორ გაოცდა გრიფიტი, როდესაც რეინჯერებმა მას სოფი დაუბრუნეს.

imageროგორც აღმოჩნდა სოფიმ 10 კილომეტრი იცურა ზვიგენებთან ერთად და დაუსახლებელ კუნძულამდე მიაღწია.

კუნძულზე ძაღლი გარეულ თხებზე ნადირობდა და იმით ირჩენდა თავს.

image

3-კატა ბარსიკი-როსტოვში ოჯახს, რომელსაც სამი წლის კატა ბარსიკი ჰყავდათ ნათესავები ესტუმრნენ უკრაინიდან, კერძოდ ქალაქ კრასნოდონიდან...ოჯახმა გადაწყვიტა ნათესავებისთვის კატა ეჩუქებინა..თუმცა სურდა თუ არა კატას სხვა ოჯახში ცხოვრება სულ მალე გამოაშკარავდა.


კრასნოდონსკში ჩასულმა ოჯახმა კატა სახლამდეც ვერ მიიყვანა..ძაღლების ყეფისგან შეშინებული ბარსიკი ჩანთიდან ამოხტა და გაიქცა...

კატა ერთი ქვეყნიდან მეორეში გაემგზავრა და 5 კვირის შემდეგ დონის როსტოვში კარის ზღურბლზე ძველ პატრონს გამოეცხადა.დაქანცული, მტკივანი თათით, მაგრამ ბედნიერი.

image4-სიამის კატა სემიონი-ეს გასაოცარი ისტორია 1987 წელს მოხდა, სინიშინების ოჯახმა მურმანსკიდან მოსკოვში დაკარგა კატა სახელად სემიონი."დაობლებული" და მაწუხრებული ოჯახი სახლში კატის გარეშე დაბრუნდა..

image

თუმცა კატა არ დანებდა მოვლენების ასე განვითარებას და ექვსწლიანი მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნდა.

ამ ფაქტის შესახებ იწერებოდა გაზეთებში, გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სიყვარულის ისტორია", ხოლო 2012 წელს კატას მურმანსკში ძეგლი დადგეს.

image

5-შოტლანდიური კოლის და ინგლისური ნაგაზის ნაჯვარი, სახელად ბობი-1923 წელს ინდიანაში დაიკარგა 2 წლის ძაღლი ბობი.პატრონი რამდენიმე დღე ეძებდა ძაღლს და როცა ვერ იპოვა, დაბრუნდა უკან სახლში სილვერსტოუნში, შტატ ორეგონში.

image6 თვის შემდეგ ბობი კარის ზღურბლთან იყო ატუზული, დაქანცული და სისხლიანი თათებით.


ბობიმ ზამთრის პერიოდში პრაქტიკულად მთელი ქვეყანა გადაკვეთა, მთა და ველები, ჭაობები, უდაბნო, მდინარეები, ტბები და სახლამდე მიაღწია.როგორც გამოითვალეს იგი დღეში საშუალოდ 23 კილომეტრს გადიოდა.

imageეს ისტორია იმდენად გახმაურდა ამერიკაში, რომ მასზე მუნჯური ფილმიც გადაიღეს "დასავლეთის ძახილი".სივერსტოუნში დაიდგა მისი ძეგლი, ხოლო დღევანდელ დღემდე ძაღლის საპატივცემლოდ იმართება ყოველწლიური აღლუმი.

image6-თუთიყუში იოსუკე-ერთ მშვენიერ დღეს იაპონიაში თუთიყუშ იოსუკეს მობეზრდა გალიაში ჯდომა და ფანჯრიდან გაფრინდა....როგორც ჩანს იოსუკეს ხმაურიანი ქალაქი უფრო მოსაწყენი მოეჩვენა ვიდრე მყუდრო გალია..ამიტომ მან სახლში დაბრუნება მოისურვა.

imageპოლიციელებმა იოსუკე ტოკიოს ერთ-ერთი სახლის სახურავზე იპოვეს და ვეტერინართან წაიყვანეს.სწორედ იქ დაასახლა მან თავის სახელი: "მე მქვია იოსუკე ნაკამურა, და ვცხოვრობ აქ"..თუთიყუშმა დაასახელა მისამართი სადაც ცხოვრობდა, შემდეგ კი სიმღერა ჩაიღიღინა და დაამატა "სახლში მინდა".

პოლიცილებმა თუთიყუში მითითეულ მისამართზე წაიყვანეს...


ოჯახი ძალზე კმაყოფილი იყო, რომ ორი წელი უშედეგოდ არ დაკარგეს და თუთიყუშს ლაპარაკი ასწავლეს..თორემ საეჭვოა იგი ოდესმე სახლში დაბრუნებულიყო.

image


3
181
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
181
  
2015, 14 მაისი, 18:43
სიმართლეა სიმართლე))))
2015, 14 მაისი, 18:35
ვითომ სიმართლეა ეს ყველაფერი? ეჭვი კი მეპარება და:)
2014, 28 დეკემბერი, 12:15
თუთიყუში იყო დზაან მაგარი...... დავიკარკე ძმაო....კაი ბიჭი ვარ ხელი გამიშვიო ხო......
0 1 3