მომღერალი ნუკა კვალიაშვილი ცნობილი ქართველი მომღერლის, ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. საქართველომ გოგონა არა როგორც ცნობილი დედის შვილი, არამედ როგორც ძლიერი ვოკალისტი გაიცნო. ნუკა "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტი გახლდათ. პროექტის დასრულების შემდეგ ნუკას ვაჟი, ლუკა შეეძინა. გოგონამ რამდენიმე თვე შვილსა და ოჯახურ ცხოვრებას დაუთმო. სულ ცოტა ხნის წინ კი პროექტ "ერთი-ერთში" გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება. სამწუხაროდ, ნუკას ერთ-ერთი ტურის გამოტოვება მოუხდა. მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლდათ. მომღერალი გაცივდა და ყელიც ძალიან სტკიოდა. ექიმთან მისულმა კი აღმოაჩინა, რომ საქმე მარტივად არ იყო. ექიმის მტკიცებით, ნუკა ძალიან გაცივებული იყო, რასაც ჰაიმორიტი და სახმო იოგებისა და ხორხის ანთება ერთვოდა. დაახლოებით 10 დღის მანძილზე მომღერალს დიეტა უნდა დაეცვა და ძალიან დაბალ ხმაზე ესაუბრა, სიმღერა კი საერთოდ გამოერიცხა. მეტიც, ექიმის მტკიცებით, ამ ინსტრუქციების ზუსტად შეულებლობისა და შესაბამისი მკურნალობის გარეშე დიდი საფრთხე არსებობდა იმისა, რომ მომღერალს ხმა საერთოდ დაეკარგა. ნუკასთვის აღნიშნული დიაგნოზი განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა და გადაწყვიტა პროექტ "ერთი-ერთში"-ს ტური საერთოდ გამოეტოვებინა. ნუკა გამოჯანმრთელების გზაზეა და იმედოვნებს, რომ ხმას აუცილებლად შეინარჩუნებს და პროექტსაც სულ მალე დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ნუკას დედას, ეკა კვალიაშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ექიმებმა მას რამდენიმე თვის წინ ნეიროვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ეკა საზღვარგარეთაც იყო სამკურნალოდ, მაგრამ ამ დაავადებასთან ბრძოლას ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.
ვუსურვოთ ნუკასა და ეკას ჯანმრთელობა, წარმატებები და ბედნიერი მომავალი....