ოჯახში ძალადობის თემა განსაკუთრებით მტკივნეულია და რთული. მის მიღმა იმალება ვიღაცის წყენა, გაღიზიანება, უბედურება.
სამწუხაროდ დიდი ხნის განმავლობაში ოჯახში ძალადობა აღიქმეოდა როგორც “პირადი" საქმე და სახელმწიფო არ იღებდა ვალდებულებას, ამგვარი ქმედება სოციალურ პრობლემად ეღიარებინა. სიმწვავის მიუხედავად, პრობლემა დღემდე ჩრდილშია მოქცეული. ძალადობის მსხვერპლთ არ უნდათ განაცდილის შესახებ განაცხადონ, რცხვენიათ საკუთარი თავის, არ სურთ ოჯახის “ღალატი", ეშინიათ მოღალატის მხრიდან შურისძიებისა და აგრესიის, არ სჯერათ სამართალდამცავი ორგანოების. ხშირად ნათესავებიც და სამართალდამცავებიც კი მომხდარში მსხვერპლს ადანაშაულებენ.
ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოება თვლიდა და ხშირ შემთხვევაში დღესაც მიიჩნევს, რომ ოჯახური პრობლემები იქვე უნდა გაირჩეს, რომ ეს “ოჯახური საქმეა" და საზოგადოება ამაში არ უნდა ჩაერიოს. რაც განაპირობებს იმას, რომ მსხვერპლი მოძალადის პირისპირ მარტო რჩება და ისღა დარჩენია, უსასრულოდ ითმინოს.
ცხადია ამა თუ იმ ფორმით ძალადობის გავლენას ყველა ბავშვი განიცდის. ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობას მიაკუთვნებენ, მაგალითად, ოჯახში ხშირ კონფლიქტებს. ფსიქოლოგიური ძალადობია აფერხებს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას. ასე თუ ისე ბავშვი ხდება გულჩვილი, სოციუმისთვის მიუღებელი, იოლად ვარდება კონფლიქტურ სიტუაციებში, ვერ პოულობს საერთო ენას თანატოლებთან, მოკლედ, ხასიათდება დაბალი თვითშეფასებით.
ყველაფერი ზემოთ თქმული გამოწვეულია იმჯ მიზეზით რომ ხშირ შემთხვევებში ორი ადამიანი გაუაზრებლად ქმნის ოჯახს. ამ ბოლო დროს უკვე ხშირად არის არასრულწლოვნების მხრიდან ოჯახის შექმნის ფაქტი. ხშირ შემთხვევაში ასეთი ფაქტები ხდება სოციალური ქსელების საშუალებით. ისინი ვერ აცნობიერებენ გადადგმული ნაბიჯის სიმძიმეს და ამას გვიანღა ხვებიან. სწორედ, ამის შედეგია, რომ საქართველოში დღესდღეობის უამრავი ოჯახი ინგრევა.
ადამიანი პირუტყვი არ არის, რომ ცხოველივით ურტყა. “ადამიანის გონება მის მუშტზე უფრო ძლიერია. უფალმა ჩვენ მოგვცა მეტყველების უნარი, ამიტომა არ არის საჭირო ფიზიკური ზემოქმედება ოჯახის წევრებზე.
სამხრეთ-ამერიკული ომებით, რევოლუციებით ეგოისტი და პატივმოყვარე მამაკაცი-მმართველებით დათრგუნულმა გაბრიელ გარსია-მარკესმა რამდენიმე წლის წინ დაუღალავად და ერთგვარი კატეგორიებით უმეორა ერთ-ერთ თავდაჯერებულ კაც-პრეზიდენტს, რომ უზომოდ ბედნიერი იქნებოდა, თუკი უახლოეს მომავალში მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ქალები დაიკავებდნენ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს. რაც მეტი ქალი გახდებოდა პოლიტიკური ლიდერი, მით უფრო რაციონალური, ჰუმანური და ეფექტური გახდებოდა პოლიტიკური მმართველობა.
ჩვენი დღევანდელობის ტრაგიკულმა გმირმა, ქალმა, შეიძლება დიდხანს ითმინოს, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად ამოიღებს ხმას. ის შეიძლება დიდხანს ეცადოს გაარკვიოს, რა არის კაცის არაადეკვატურობისა და სისასტიკის მიზეზი, დაუთმოს, აპატიოს, ბევრჯერ აპატიოს, ათასჯერ აპატიოს, ასი ათასჯერ შეუნდოს, მაგრამ ეს უსასრულოდ არ გაგრძელდება.
საოჯახო თუ ლოკალური სეპოტები, ისინი, ვინც ხელს სწევენ ქალზე, ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავიანთი ათი, ოცი თუ ოცდაათკილოიანი უპირატესობით დაჯაბნიან ფიზიკურად მათზე სისტი, სინამდვილეში, უსუსსურნი და დამფრთხალი ხალხია და ასეთი “სახლის დესპოტის" შეშინება არცთუ ძნელია. მთავარია, ჩაგრული არ დამორჩილდეს და დესპოტის მორჯულების, მოთვინიერების და გაყუჩების ხერხიც ხელად გამოჩნდება.
მაგრამ ერთია ქალი, რომელიც მარტო ცდილობს დეპოტითან გამკვლავებას და სხვაა საზოგადოება. ჩვენ, სხვა კაცები და ქალები, ქუჩაში გამვლელები და ახლოდან ფეხებზე დამკიდებელნი, რომელთაც შეიძლება წლობით ესმოდათ “იმათი ბინიდან" გამოსული ქალის ტირილისა და მთავრალი კაცის გინების ხმა და წაუყრუონ. თქვან: “რა ჩვენი საქმეა, რატო უნდა ჩავერიოთ", ან უარესი კაცის მძვინვარებას მოუძებნონ გამართლება.
მაგრამახლა სწორედ ის ეტაპია, როცა არავინ უნდა გაჩუმდეს, როცა ჩაგრული არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩუმდეს, როცა ჩაგრული არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს მარტო დესპოტის პირისპირ.
მოძალადეები ერთად უნდა შევაჩეროთ!