x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139022
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512590
"მხოლოდ ანრი მოიქცა კაცურად" - ვინ და რატომ უხდის მადლობას ანრი ჯოხაძეს

imageსასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი, ლალი მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვედზე მადლობას უხდის მომღერალ ანრი ჯოხაძეს, რადგან 2010 წელს ფხაკაძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მხოლოდ ჯოხაძე ცდილობდა მისი უდანაშაულობის დამტკიცებას.
"არ შემიძლია არ დავაფიქსირო ჩემი აზრი ერთ თითქოს ჩემთან არც ისე ახლოს მდგარ თემასთან მიმართებაში.
გუშინ "რეაქციაში" Zura Khachidze-მ სრულიად ლეგიტიმური კითხვა დასვა.იმ ავადსახსენებელ დროს რატომ არ კითხულობდით, შავ სიაში მოხვედრილ მომღერალ კოლეგებსო?
მხოლოდ Anri Jokhadze-მ თქვა მე ვკითხულობდიო!!!!
დიახ, მხოლოდ ანრი მოიქცა კაცურად ჩემთან მიმართებაშიც!!!
მაშინ როდესაც დათო არჩვაძე და სხვა "ხალხის რჩეულები" 2010 წლის 11 დეკემბერს, პოლიციაში განცხადებას წერდნენ და საქმის აღძვრას ითხოვდნენ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, მხოლოდ ანრი ყელგამოღადრული ამტკიცებდა ჩემს უდანაშაულობას!!!
სასამართლოზეც, სადაც ადვოკატიც კი არ შემოუშვეს, ანრი ჩემს უახლოეს მეგობრებთან და მედია საშუალებებთან ერთად გარეთ იდგა და განაჩენს აპროტეტებდა!!!
ასეთი რაღაცეები არ იშლება მეხსიერებიდან!
მადლობა ანრი!!!", - წერს მოროშკინა.

1
712
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
712
  
2014, 21 დეკემბერი, 19:24
ნეტა ამათ რა
0 1 1