ფეხბურთი ავიაკატასტროფაში დაღუპული გუნდი და თბილისის "დინამოს" კეთილშობილური ჟესტი 2014, 19 დეკემბერი, 17:42 1979 წლის 11 აგვისტოს დნეპროძერჟინსკის თავზე ერთმანეთს შეასკდა ორი Ту-134А.ერთი მიფრინავადა ტაშკენტიდან მინსკის მიმართულებით, ხოლო მეორე ჩელიაბინსკიდან კიშინიოვის მიმართულებით. დაიღუპა სულ 172 ადამიანი, მათ შორის ტაშკენტის "პახტაკორის" ფეხბურთელთა გუნდი, სულ 17 კაცი.მათ შორის იყო სახელოვანი მიხეილ ანიც.როგორც ცნობილია, საბჭოთა საინფორმაციო საშუალებებს მაშინ ეკრძალებოდათ საბჭოეთში მომხდარი რაიმე ტრაგიკული მოვლენის გავრცელება, მაგრამ ამ ფაქტის დამალვა ყოვლად შეუძლებელი იყო, (ბოლოსდაბოლოს ფეხბურთელთა მთლიანი გუნდი დაიღუპა). გუნდს მორიგი კალენდარული მატჩი თბილისის "დინამოსთან" ჰქონდა.სახელდახელოდ შეიკრიბა "პახტაკორის" ახალი გუნდი, რომელიც წინა წლის ჩემპიონს, წლევანდელ თასის მფლობელს, უძლიერეს თბილისის "დინამოს" ხვდებოდა. 27 აგვისტოს ტაშკენტში გამართული თამაში თბილისის "დინამომ" წააგო 1:2....ყველამ იცოდა, რომ ეს თამაში თბილისელებმა ძალად დათმეს, თუმცა ხმამაღლა ამის თქმას, მით უმეტეს ოფიციალური წრეები და პრესა ერიდებოდა.ეს რომ გამჟღავნებულიყო "დინამოს" ოფიციალურად დისკვალიფიკაცია ელოდა.გულში კი ყველას თვალში კიდევ უფრო ამაღლდა ამ ლეგენდარული "ოქროს დინამოს"პრესტიჟი... 1213 11-ს მოსწონს
|