საზოგადოება 40 წლის ქალი პირველ კლასში სწავლობს 2012, 17 მაისი, 16:13 რას აღარ გაიგებს ადამიანი, ლიტველი რუტა, რომელიც 40 წლისაა პირველ კლასში სწავლობს. ის სრულიად გაუნათლებელია, მას ლოთი მშობლები ჰყავს და არც არავის უზრუნია მის განათლებაზე. 40-წლის ასაკში კი ერთმა კაცმა სულ შემთხვევით მიაქცია ყურადღება. რუტა ღამის გასათევად ღამის გასათევ ადგილებში მივიდა სადაც მას ბლანკის შევსება მოსთხოვეს. სწორედ აქ ჩაიჭრა რუტა და ბლანკი ვერ შეავსო. კაცმა, რომელიც ბლანკის შევსებას სთხოვდა გაოცდა და გაუკვირდა ამხელა ქალმა როგორ არ იცოდა არაფერი. როდესაც რუტა თავის ისტორიას მოუყვა, იმ კაცმა, რომელიც იქ სოციალური მუშაკი იყო შესთავაზა, რომ 1 -ლი კლასიდან დაეწყო სკოლაში სიარული. ამ შეთავაზებაზე რუტა სიხარულით დათანხმდა და ეხლა ის პირველი კლასის საუკეთესო მოსწავლეა. ის მალე საგამოცდო ტესტს დაწერს სადაც გაირკვევა გადავა თუ არა 2-ე კლასში. მასწავლებლების თქმით რუტა ნიჭიერი ქალია, ყველაფერს ადვილად ითვისებს. მას ურთიერთობა არ უჭირს 6-წლის ბავშვებთან. როგორც მასწავლებლები ამბობენ 2 კლასიდან რუტას პირდაპირ 8 კლასში გადასვავენ თუ ასე კარგად გააგრძელებს სწავლას. საინტერესოა ისიც, რომ ბევრმა სკოლამ რუტა სკოლაში არ მიიღო, როცა გაიგეს, რომ 40-წლის ქალი პირველ კლაში ითხოვდა დაჯდომას, მაგრამ ლიტვის ერთ-ერთმა სკოლამ ის შეიცოდა და აიყვანა სკოლაში, რადგან მათი თქმით სწავლამ ასაკი არ იცის. რუტა ამჟამად ძალიან ბედნიერია და ცხოვრებაში ბევრი რამეს მიღწევას აპირებს. მას ძალიან მოსწონს მათემატიკა, როგორც თავად ამბობს. 249 3-ს მოსწონს
|