კონფლიქტები შეკითხვა, რომელმაც პუტინი ჩაჭრა - უკრაინელი ჟურნალისტი დღის გმირად იქცა! 2014, 18 დეკემბერი, 22:37 როგორც ცნობილია, 18 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა. განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა უკრაინული სააგენტო „УНИАН“-ის ჟურნალისტის, რომან ციმბალიუკის კითხვას, რომელმაც პუტინი, ფაქტობრივად ჩაჭრა. "თუ შეიძლება რამოდენიმე კითხვას დაგისვამთ. პირველი კითხვა შეეხება სამხედრო ოპერაციებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოაწყვეთ, თან ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ. საიდუმლო არაა, რომ იქ რუსი სამხედროები და დაქირავებული მებრძოლები იბრძვიან. კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რამდენი მებრძოლი გაგზავნეთ უკრაინაში, რა რაოდენობის ტექნიკა და რამდენი თქვენი მოქალაქე დაიღუპა უკრაინის ტერიტორიაზე და თქვენ, როგორც რუსული არმიის მთავარსარდალი რას ეტყოდით თქვენ მიერ გაგზავნილი და იქ დაღუპული რუსი მებრძოლების ოჯახის წევრებს, რით გაამხნევებდით მათ? და კიდევ ერთი, ძალიან მოკლე კითხვა. ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, მას ერქვა ვიქტორი და ის ახლა რუსეთის ტერიტორიაზე იმალება, თუმცა თავისუფლად ცხოვრობს. თავის დროზე მან იულია ტიმოშენკო ციხეში ჩასვა. ახლა კი ტიმოშენკოს ბლოკის სიის პირველი ნომერი რუსეთის ციხეში გყავთ ჩასმული. მე კითხვა მაქვს, რა პირობით გამოუშვებთ უკრაინელ მფრინავს სავჩენკას, უკრაინელ რეჟისორს ოლეგ სენცოვს და მინიმუმ 30 უკრაინელ სამხედროს, რომლებიც თქვენ რუსეთის ტერიტორიაზე გყავთ დაკავებული? გმადლობთ"… ესეც ორიგინალი ვიდეო: 4731 12-ს მოსწონს
|