x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?
image

თაფლი ძვირფასი პროდუქტია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, სწორედ ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მას “თხევად ოქროს " უწოდებენ. მნიშვნელოვანია, რომ თაფლი მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, თუ ის ნატურალურია.როგორ გავარჩიოთ ნამდვილია თუ არა თაფლი?

ფალსიფიკატორებმა მეტად გაურთულეს მყიდველებს ნატურალური თაფლის შეძენა.ისინი პროდუქტს ამზადებენ სხვადასხვა სიროფებითა და შაქრით.თქვენ წარმოიდგინეთ, ამისათვის ფქვილს, სახამებელსა და ცარცსაც კი იყენებენ.ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე ფალსიფიცირებული თაფლი ძნელად გასარჩევი ხდება ნატურალურისაგან მისი ფერით, სისქელით და ა.შ., თუმცა არის რამდენიმე ნიუანსი, რაც ნამდვილი პროდუქტის დადგენაში დაგეხმარებათ:


1.წონა

1 ლიტრი ნატურალური თაფლი უნდა იწონიდეს მინიმუმ 1, 4 კილოგრამს.



ნატურალური თაფლი2.კრისტალური ფორმა

გვიანი შემოდგომისათვის ნატურალური თაფლი უნდა იყოს კრისტალური ფორმის, ანუ ჩაშაქრებული.ფალსიფიცირებული პროდუქტის ჩაშაქრება კი გამორიცხულია.ასევე შესაძლებელია, რომ თაფლი ნატურალური იყოს, თუმცა გადადუღებული და შესაბამისად, თხევადი ფორმის.ამ შემთხვევაში პროდუქტს დაკარგული აქვს სასარგებლო თვისებები.


3.სუნი

ნატურალურ თაფლს აქვს თავისი სპეციფიკური სუნი, რომლის ფალსიფიცირება შეუძლებელია.


ნატურალური თაფლი4.სისქელე

ნატურალური თაფლი ჭურჭელში ჩასხმისას უწყვეტად ეკიდება კოვზზე და ზედაპირზე ქმნის კოშკისებურ ფენას, რომელიც ძალიან ნელა იშლება მთლიან ზედაპირზე.


5.ფუტკარი და სანთელი თაფლში

თუ თაფლის ჭურჭელში ფუტკარი ან სანთლის ნაჭერი აგდია, ნუ იფიქრებთ ამის გამო, რომ იგი აუცილებლად ნატურალურია.იგივეს გაკეთება ნებისმიერ თქვენთაგანს შეუძლია.


6.ერთი მთლიანი მოცულობა

ჭურჭელში თაფლი ერთი მთლიანი მოცულობა უნდა იყოს და არა ფენებად განცალკევებული.ამ უკანასკნელის შემთხვევაში საქმე გვაქვს ნატურალური თაფლის ფალსიფიცირებულთან შერევას.


7.როგორ გავიგოთ, ხომ არაა თაფლში ცარცი შერეული სისქელის მისაღებად?

თუ პროდუქტი ცარცს შეიცავს, ამას მარტივად დაადგენთ მასზე ძმრის დასხმით.ფალსიფიცირების შემთხვევაში თაფლი შექმნის დუღილის ეფექტს.


8.ხომ არაა თაფლში ფქვილი ან სახამებელი?

წყალში გახსნისას ნატურალური თაფლი გვიან, მაგრამ ბოლომდე იხსნება და ნალექს არ ტოვებს.ამასთან, თაფლში იოდის ჩაწვეთებით დგინდება არის თუ არა მასში ფქვილი ან სახამებელი.კერძოდ, თუ პროდუქტი იასამნისფრად შეიღება, იგი ფალსიფიცირებულია.


შეიძინეთ ნატურალური თაფლი და იყავით ჯანმრთელნი!



5
5601
6-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
5601
  
2014, 26 დეკემბერი, 9:37
მანჩო სად გაქრი, გვასწავლეეეეეეეეეეე
2014, 19 დეკემბერი, 11:37
თქვენთვის დავწერე,თორემ მე კი მაქვს საკუთარი ხელით ამოღებული:) გავგიჟდი ისეთი რაღაცეები ვნახე ბაზრებზე
2014, 19 დეკემბერი, 11:23
გვასწავლე აბა:)
2014, 18 დეკემბერი, 20:11
დროული და ნამდვილად საჭირო სტატიაა. მეც ხშირად გამჩენია ეს შეკითხვა.
2014, 18 დეკემბერი, 19:50
გინდათ ყველაზე იოლი და ყველაზე კარგი მეთოდი გასწავლოთ?:)
0 1 5