x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
10 ყველაზე ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალება

ნარკომანია ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით. ნარკომანია ყველა ქვეყნის საერთო პრობლემაა. წარმოგიდგენთ ათ ყველაზე ძლიერმოქმედ ნარკოტიკს. image10. ჰეროინი
ოპიატის ოჯახს განეკუთვნება და სინთეტიკურ ნარკოტიკულ პრეპარატს წარმოადგენს (ოპიოიდი). ზოგიერთი ოპიოიდი, როგორიცაა მეტადონი და დემეროლი, მთლიანად ხელოვნურია, ზოგიერთი კი, მაგალითად მორფი და ჰეროინი ლაბორატორიებში ოპიუმისგან მზადდება. თითქმის ყველა ოპიოიდურ პრეპარატს ახასიათებს მსგავსი ზემოქმედება. ზემოქმედების თვალსაზრისით ჰეროინი მორფზე სამჯერ უფრო ძლიერია. ჰეროინი მორფისგან დამზადებული დეპრესანტული ნარკოტიკია, რომელიც წარმოადგენს ოპიუმის ყაყაჩოს დამუშავების შედეგად მიღებულ ოპიუმის პროდუქტს. იგი წარმოდგენილია თეთრი, ნაცრისფერი ან ყავისფერი ფხვნილის სახით. ჰეროინის ჟარგონული დასახელებები: გემო, ცხენი, ყავისფერი შაქარი, ვეფხვი. მოხმარება: - ინექციით; - მოწევით: ხდება მისი გაცხელება ალუმინის ფოლგაზე და შესუნთქვა; - ინჰალაციის გზით. ჰეროინის ზემოქმედება: ჰეროინს ახასიათებს შემდეგი სახის ფიზიკური ზემოქმედება: - გუგების შევიწროვება; - სხეულის ტემპერატურის დაკლება; - მაჯისცემისა და სუნთქვის შენელება. ჰეროინს ახასიათებს შემდეგი სახის ფსიქოლოგიური ზემოქმედება: - მოთენთილობა და ინდეფერენტულობა; - რეაგირების უნარის დაკარგვა; - უემოციობა; - სრული მოდუნება; image9. კოკაინი
კოკაინი — ალკალოიდი, რომელიც მიიღება კოკაინის ხის (Erytoxilon coca) ფოთლებისაგან. განეკუთვნება ტკივილგამაყუჩებელ საშუალებათა ჯგუფს. ოფთალმოლოგიაში, ოტოლარინგოლოგიაში, უროლოგიასა და სტომატოლოგიაში ზედაპირული გაუტკივარებისათვის იყენებენ კოკაინის ფხვნილებსა და ხსნარს. კოკაინი ძლიერ ტოქსიკურია, ნერვულ სისტემას ჯერ აღაგზნებს, შემდეგ კი თრგუნავს. მისი ხშირი ხმარებისას შეიძლება განვითარდეს კოკაინიზმი. image8. მეტამფეტამინი
მეტამფეტამინი წარმოადგენს ნარკოტიკულ ნივთიერებას და ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად ზემოქმედებს. მოხმარების დროს შესამჩნევია ძალის მოჭარბება, ხანგძლივი ეიფორია, გონებაში აზრთა დაუსრულებელი ნაკადი, მადის დაკარგვა.ხანგძლივი მოხმარება იწვევს ანორექსიას, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის რიტმის რღვევას, დაღლილობას, დეპრესიას, პარანოიას, თრმომბოფლებიტს, ნევროზს, უძილობას, ფსიქიკურ დამოკიდებულებას.მეტამფეტამინის ქრონიკულ მომხმარებლებში ხშირია თვითმკვლელობები. მეტამფეტამინის კრისტალები იხსნება წყალში და ეთილის სპირტში. image7. კოკაინის კრისტალები
არის კოკაინი კრისტალების სახით, რომელიც ჩვეულებრივ ფხვნილად ან მყარ ბლოკებად და კრისტალებად გადაიქცევა. ის არიდ სხვადასხვა ფერის. ძირითადად ყვითელი, ღია ვარდსფერი და თეთრი. image6. ელესდე
ელესდე არის ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი, რომელიც ნახევრად სინთეზური ნაერთია და არ შედის სოკოების და მცენარეების შემადგენლობაში. პირველად ეგ დაასინთეზა ავსტრიელმა ქიმიკოსმა ალბერტ ჰოფმანმა. ლსდ კი საბოლოოდ ამზადებენ ან ლიზერგინის მჟავასაგან ან მსგავსი ერგოტ ალკალოიდებისაგან. image5. ექსტაზი
სინთეტიკური ნივთიერებაა, რომელსაც გააჩნია როგორც ჰალუცინოგენური, ისე აღმგზნები ეფექტი. მისი ქიმიური დამუშავების შედეგად მიიღება ფერადი აბები და კაფსულები. ექსტაზის ჟარგონული დასახელებები: იქსი, XTC, “ადამი”, “E” და ა.შ. ექსტაზის მოხმარება: - ორალური გზით; - ზოგჯერ ინჰალაციის გზით. ექსტაზის აქვს აღმგზნები და ჰალუცინოგენური მოქმედება, რაც ვლინდება: - სიყვარულის და ბედნიერების შეგრძნებაში; - გარშემომყოფებთან თბილ და ახლო ურთიერთობაში; - სიმშვიდისა და თავითკმაყოფილების შეგრძნებაში. image4. ოპიუმი
ხაშხაშის მოუმწიფებელი ნაყოფის რძიანი წვნისაგან მოპოვებული ძლიერი ნარკოტიკული ნივთიერება; მედიცინაში იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებად; აზიის მთელ რიგ ქვეყნებში გავრცელებულია მისი წევა და ღეჭვა. image3. მარიხუანა
ნარკოტიკი, რომელიც არღვევს კუჭის მჟავიანობას, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, პირის სიმშრალეს, უკონტროლო სიცილს, გულმავიწყობას, მოქმედების შენელებას, მოდუნებულობას, ჰალუცინაციებს, გამოშტერებას, მისწრაფების დეფიციტს, ძლიერ გარდაქმნებს ხასიათში და ქმედებებში და ა.შ. image2. “ჯადოსნური'' სოკოები
ეს სოკო ავსტრალიაში იზრდება და მას "ჯადოსნურ სოკოს " უწოდებენ Hypholoma aurantiaca და Panaeolina foenisecii. ვიანიდან ეს სოკოები შეიცავენ სეროტონინის მსგავსს ნივთიერებებს, ფსილოციბინს და ფსილოცინი - რომლებიც ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებენ. საინტერესო კი ისაა, რომ ეს ნაერთები იძლევიან ქემილუმინესცენციას... ანუ ანათებენ! image1. ფენციკლიდინი
ფენციკლიდინს თავდაპირველად შემუშავებული იყო როგორც გამაუტკივარებელი, გამაყუჩებელი. მას შეუძლია იმოქმედოს როგორც ჰალუცინოგენმა, მასტიმულირებელმა, ან სედატიურმა საშუალებამ. image

4
12074
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
12074
  
2016, 8 აგვისტო, 6:24
მეხუთე...
2014, 20 დეკემბერი, 19:49
:)
2014, 20 დეკემბერი, 19:44
მადლობა :))
2014, 20 დეკემბერი, 18:49
ძალიან საინტერესოა
0 1 4