x
image
K.P.
ეკა კვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა: "ბავშვის ეტლზე დაყრდნობილი, ხრიალით, მივედი"

image
ეკა კვალიაშვილი პოპულარული ქართველი მომღერალია. ძლიერი ვოკალური მონაცემებით გამორჩეულ მომღერალს ცხოვრებაში ბევრი სირთულე შეხვდა. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ეკას პოლიტიკური შეხედულებების გამო კონცერტებიდან და სხვა ღონისძიებებიდან შემოთავაზებები არ მიუღია. ცხადია იყო ეკონომიური პრობლემებიც. ეკას ერთი ქალიშვილი, ნიჭიერი მომღერალი ნუკა კვალიაშვილი ჰყავს.

ცოტა ხნის წინ ეკა კვალიაშვილს ექიმებმა ნეიროვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება ხანგრძლივ მკურნალობასა და თანხებს მოითხოვს. მომღერალი ცდილობს ცხოვრების ეს განსაცდელიც დასძლიოს. სამწუხაროდ ის თავს ისევ ცუდად გრძნობს. გუშინ ქუჩაში გასული ისე ცუდად გახდა, რომ პატრულის დახმარება დასჭირდა.

"დღეს, მართლა პირველად შემეშინდა.... ლუკა გავიყვანე, თან მინდოდა აფთიაქში შევსულიყავი და ამიტომ, სახლის ტერიტორია დავტოვე და ქუჩაში გავედი, ნახევარი გზა გავიარე, და უცებ, დამეწყო საშინელი შეტევა, ვიხრჩობოდი, ნაბიჯს ვერ ვდგამდი, რადგან ოდნავი ენერგიის დახარჯვა და შეტევა მიძლიერდებოდა, არა, სიკვდილის არ შემშინებია, მერწმუნეთ, უბრალოდ, ბავშვთან ერთად ვიყავი... ქუჩაში... სადაც არც ერთ ადამიანს არ უკითხავს, ხომ არ დაგეხმაროთო.... შემეშინდა, რომ არ დავვარდნილიყავი და სული არ დამელია, ჩემი პატარა შვილიშვილი არ დამეტოვებინა, ასე უპატრონოდ, უცხო ადამიანებში. ბავშვის ეტლზე დაყრდნობილი, ხრიალით, მივედი იქვე, ჩემს ბედად, პატრული იყო გაჩერებული და ვთხოვე დახმარება, მათ მიპატრონეს, გაახაროთ ღმერთმა, სახელიც ვერ ვკითხე, ჩამსვეს ტაქსში, ბავშვსაც მიმიხედეს და გამომიშვეს სახლში. მეუბნებოდნენ, სასწრაფოს გამოვუძახებთო, მე უარი ვთქვი, ამის მერე გავიდა საკმაოდ ბევრი საათი.... და ახლა, დამიმშვიდდა შეტევა... სუნთქვა აღმიდგა.. მაგრამ, საშინლად მტკივა თავი... ბარბარობის დღის მადლმა არ გამწირა, დარწმუნებული ვარ.... ადამიანებო, თუ დაინახავთ, ქუჩაში, ვინმეს უჭირს, ცუდადაა, კითხეთ, რითი დაგეხმაროო... იქნებ თქვენზეა დამოკიდებული ამ ადამიანის სიცოცხლე იმ კონკრეტულ წუთს.... სულ ეს იყო, მადლობა ღმერთს, გადავრჩი... საშინლად მტკივა თავი..."-წერს ეკა სოციალურ ქსელში.

imageimage



2
2892
11-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2892
  
2014, 24 დეკემბერი, 23:45
ნამდვილად საინტერესოა
2014, 19 დეკემბერი, 17:06
საინტერესო სტატიაა
0 1 2