ფეხბურთი კახა კალაძე: ჩემი ქვეყნისთვის უნდა ვიბრძოლო 2012, 17 მაისი, 15:27 კახა კალაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სპორტიდან მიდის. კახა კალაძე ამჟამინდელი კლუბის ჯენოას პრესკონფერენციაზე, ქართული ოცნების მაიკით წარსდგა და ასეთი განცხადება გააკეთა: მადლობა მინდა გადავუხადო "მილანის" და "ჯენოას" კლუბებს და მმართველებს, იტალიაში ამ ორ გუნდში ვითამაშე და დიდი სიყვარული მამოძრავებდა ორივე გუნდის მიმართ. ამ ორი გუნდის ყველა წევრს, ჩემსმეგობრებსა და ყველა ფეხბურთელს მინდა მადლობა გადავუხადო იმ ლამაზი დღეებისთვის, რომელიც მათ მაჩუქეს.ყველაზე დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენდა მამხნევებდნენ. მე რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი მათ გასახარად. ადავწყვიტე, წავიდე სპორტიდან, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა, დროა ახალგაზრდებს დაუთმო ადგილი, ეხლა მათი დროა. მე კი მინდა ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძოლო, თქვენ ბევრმა მარტო ტრაგიკული მოვლენები იცით საქართველოზე. მე მივდივარ იმ ქვეყანაში სადაც დავიბადე და გავიზარდე. მინდა ვიცხოვრო დემოკრატიულ ქვეყანაში ჩემ ოჯახთან ერთად. მინდა ჩემ შვილებს და ყველა ახალგაზრდას ჰქონდეთ კარგი მომავალი. საქართველოს შეუძლია გახდეს საუკეთესო დემოკრატიული ქვეყანა და ზუსტად ამისთვის მივდივარ სამშობლოში. კახა კალაძის ამ ინტერვიუს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ძალიან ბევრი კახას მადლობას უხდის ყველაფრისთვის, მაგრამ ზოგმა კალაძეს პოლიტიკიდან წამოსვლისკენ მოუწოდა. 114 2-ს მოსწონს
|