x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135657
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510011
ულამაზესი ნივთები ხისგან
რათქმაუნდა ხე არის ისეთი მასალა, რომლიც ადვილად დასამუშავებელია და მისგან შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა ნივთები და დეტალები.

ის იძლევა საშუალებას განასახიეროს ავტორის მხატვრული წარმოსახვა.

ხეზე მომუშავეს შეუძლია მრავალფეროვანი ფორმის, ფერის, დეტალის გაკეთება.

საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ მისზე მუშაობა


შესაძლებელია სახლის პირობებშიც.


ხის ნაკეთობები საოცრად ჰარმონიულად ჯდება ნებისმიერ ინტერიერში.მისი გამორჩეულობა და სილამაზე კი შემქმნელის მარჯვე ხელებსა და მრავალფეროვან ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

ამ სტატიაში გაჩვენებთ ნივთებს, რომლებიც მხატვრული ხედვითაა შექმნილი და

საოცრად ლამაზია. აღსანიშნავია, რომ ნივთები მთლიანად ხის მასალისგანაა გაკეთებული.ხის ჩანთა


ხის ქუდი


ეს წარმოუდგენლად მშვენიერი ნივთები შექმნა ოჯახურმა წყვილმა. ნიჭიერმა

დენიზმა, როგორც პროფესიონალმა მხატვარმა, მოიფიქრა მომავალი იერსახე და მისმა

მეუღლე ჯორჯმა - უბრალოდ თვითნასწავლმა. ის წლები აკვირდებოდა ცოლის

შემოქმედებას და მიიღო კოლოსალური პრაქტიკული განათლება.


ხის წიგნი


ამ ოჯახურმა წყვილმა, თავიანთი შემოქმედებისთვის მასალად აირჩიეს ხე.

არჩევანი გაკეთდა მისი მოქნილობისა და ბუნებრივი ფერების გამო. ასე რომ

თავიანთი სკულპტურებისთვის ისინი არ იყენებდნენ საღებავებს.

იყენებდნენ ზეთის საღებავს და ლაქს, უკვე დასრულებული ნამუშევრის

გასაპრიალებლად.


ხის ფეხსაცმელი





მუშაობის პროცესში ჯონი ჭრის პირველ სახეს მომავალი შედევრისას, ხოლო მეუღლე

სრულყოფილ სურათს ქმნის.

ფეხსაცმელი


როდესაც მუშავდება ხე საჭიროა მისი მნიშვნელოვანი თვისებების ცოდნა.

მხატვრული სამუშაოს შესასრულებლად იყენებენ გამომშრალ ხეს. ახალმოჭრილი ხის

ტენიანობაის შემცველობა არის 50-80%. ჰაერზე გამომშრალის ( შრობა მიმდინარეობს 3-6 თვე) -15-20% და ოთახში გამომშრალის 8-12%.

ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 20% და უნდა იყოს თანაბრად გამომშრალი.

ასევე სიმტკიცე დამოკიდებულია ხის სახეობაზე.

მაღალი სიმტკიცე აქვთ ისეთ ხეებს, როგორიცაა: მუხა, წიფელი, რცხილა, კაკალი, ნეკერჩხალი და სხვა. რბილი სახეობებია:

ფიჭვი, ნაძვი, ვერხვი, ცაცხვი.


აღარ გავაგრძელებ მსგავსი დეტალების ჩამოთვლას. ფაქტია ასეთი მშვენიერების

შექმნისას უამრავ ნიუანსს ექცევა ყურადღება და ამ ნიჭიერმა წყვილმა თავიანთი

შრომით და ნიჭით შექმნეს არაჩვეულებრივი ნაკეთობები.


დენიზი და ჯონი

დენიზი და ჯორჯი


დენიზ ნილსენი და ჯორჯ უორტინგტონი - ეს არის უნიკალური შემოქმედებითი და

ოჯახური ტანდემი, რომლებიც ქმნიან არაჩვეულებრივ სკულპტურებს.

დამეთანხმებით ალბათ, რომ ადამიანს, როცა ნიჭთან ერთად მრავალფეროვანი

ფანტაზიაც აქვს, ყოველთვის შეუძლია განსაკუთრებული და საინტერესო

ნამუშევრებით გაგვაკვირვოს.





ხის ვარდი


ჩანთა


ხელჩანთა


ხელჩანთა

ალუბლები

ტოტი


ჩაიდანი


image


image


image

1
179
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბექაური
ნინო ბექაური
179
  
2014, 23 დეკემბერი, 10:43
წარმოუდგენლად ლამაზია...
0 1 1