შოუბიზნესი ცნობადი ქართველების ცხელი, თამამი და სკანდალური ფოტოები 2014, 16 დეკემბერი, 23:35 საქართველოში პოპულარობის მოპოვება არც ისე ძნელია. პატარა ქვეყანაში ყველა ყველას იცნობს და შესაბამისად გახდე ცნობადი დიდ სირთულეებს არ უკავშირდება. ამის მიუხედავად გზა პოპულარობამდე ია-ვარდით მოფენილი არ გახლავთ. მიაღწევ მიზანს და თავს მალევე დაგატყდება ბევრი შური, ინტრიგა და სკანდალი. ჩვენს რეალობაში პოპულარობის მოპოვების ორი ძირითად გზას იყენებენ: დაუღალავი, ხანგრძლივი შრომა ან სკანდალი. არჩევანი თქვენზეა... როგორც ბევრი ცნობადი სახე აღნიშნავს პოპულარობის მოპოვებაზე ძნელი მისი შენარჩუნებაა. ახლა კი გთავაზობთ ცნობილების თამამ ფოტოებს, რომლებიც პოპულარობის მოსაპოვებლად, შესანარჩუნებლად ან უბრალოდ, როგორც ამტკიცებენ, საკუთარი თავისთვის გადაიღეს. შორენა ბეგაშვილის პოპულარობა სწორედ თამამი ფოტოებით დაიწყო, რომელიც მსახიობმა ჟურნალ "ფლეიბოისთვის" გადაიღო. დღეს მსგავსი ფოტოები ბევრს არ უკვირს, მაშინ კი ნამდვილი რევოლუცია გახლდათ, რის გამოც შორენას ბევრი ტალახი მოხვდა. მსახიობი აღიარებს, რომ წარმატება სწორედ ამ ფოტოების წყალობით მოიპოვა, მაგრამ დასძენს, რომ ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად ბევრი იშრომა და სწორედ დაუღალავი შრომის წყალობითაა დღემდე მოთხოვნადი. ნინა წკრიალაშვილი ქართულ შოუბიზნესში უკვე ცნობადი სახე იყო, როდესაც "ფლეიბოის" ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მის ამ ქმედებას თავის დამკვიდრების სურვილს უკავშირებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ნინას მყარი პოპულარობა სურდა. მომღერალი დღემდე ცნობადი სახეა და თამამი ფოტოებითაც ხშირად გვანებივრებს. მერსი სულხანიშვილი საზოგადოებამ სწორედ მოშიშვლებული მკერდის წყალობით გაიცნო. ტელეეკრანზე ხშირად ვხედავთ, ტრადიციულად თამამად ჩაცმულს. ნუკი კოშკელიშვილი პოპულარული ტელეწამყვანი და მოდელია. გოგონამ თამამი ფოტოები უკვე პოპულარულმა გადაიღო. ნუკი ამტკიცებს, რომ ეს ფოტოები თავისთვის გადაიღო და მათი გამოქვეყნების თაობაზე ბევრი იფიქრა. ლიზა ყენია განსაკუთრებულად თამამი ფოტოებით არ გამოირჩევა, მაგრამ მისი საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოც კი ყვითელი პრესის ფურცლებზე ხვდება. რატი წითელაძე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. თავად, იმაში, რომ სპორტსმენი წელს ზემოთ შიშველ ფოტოებს იღებს სკანდალურს ვერაფერს ხედავს. ახლადგაღვიძებული და უმაქმანო თინა მახარაძის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე რამდენიმე წუთში მოიცვა. ულამაზესი სხეულის პატრონი ქრისტინე იმედაძე მზესუმზირის რეკლამისათვის გაშიშვლდა. სკანდალმაც არ დააყოვნა. მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე. და ბოლოს, სტეფანე მღებრიშვილის სკანდალური სელფი. 690 9-ს მოსწონს 3-ს არა
|