x
image
K.P.
ცნობადი ქართველების ცხელი, თამამი და სკანდალური ფოტოები
image
საქართველოში პოპულარობის მოპოვება არც ისე ძნელია. პატარა ქვეყანაში ყველა ყველას იცნობს და შესაბამისად გახდე ცნობადი დიდ სირთულეებს არ უკავშირდება. ამის მიუხედავად გზა პოპულარობამდე ია-ვარდით მოფენილი არ გახლავთ. მიაღწევ მიზანს და თავს მალევე დაგატყდება ბევრი შური, ინტრიგა და სკანდალი. ჩვენს რეალობაში პოპულარობის მოპოვების ორი ძირითად გზას იყენებენ: დაუღალავი, ხანგრძლივი შრომა ან სკანდალი. არჩევანი თქვენზეა...

როგორც ბევრი ცნობადი სახე აღნიშნავს პოპულარობის მოპოვებაზე ძნელი მისი შენარჩუნებაა. ახლა კი გთავაზობთ ცნობილების თამამ ფოტოებს, რომლებიც პოპულარობის მოსაპოვებლად, შესანარჩუნებლად ან უბრალოდ, როგორც ამტკიცებენ, საკუთარი თავისთვის გადაიღეს.

image

შორენა ბეგაშვილის პოპულარობა სწორედ თამამი ფოტოებით დაიწყო, რომელიც მსახიობმა ჟურნალ "ფლეიბოისთვის" გადაიღო. დღეს მსგავსი ფოტოები ბევრს არ უკვირს, მაშინ კი ნამდვილი რევოლუცია გახლდათ, რის გამოც შორენას ბევრი ტალახი მოხვდა. მსახიობი აღიარებს, რომ წარმატება სწორედ ამ ფოტოების წყალობით მოიპოვა, მაგრამ დასძენს, რომ ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად ბევრი იშრომა და სწორედ დაუღალავი შრომის წყალობითაა დღემდე მოთხოვნადი.


imageimage
ნინა წკრიალაშვილი ქართულ შოუბიზნესში უკვე ცნობადი სახე იყო, როდესაც "ფლეიბოის" ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მის ამ ქმედებას თავის დამკვიდრების სურვილს უკავშირებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ნინას მყარი პოპულარობა სურდა. მომღერალი დღემდე ცნობადი სახეა და თამამი ფოტოებითაც ხშირად გვანებივრებს.image

image
მერსი სულხანიშვილი საზოგადოებამ სწორედ მოშიშვლებული მკერდის წყალობით გაიცნო. ტელეეკრანზე ხშირად ვხედავთ, ტრადიციულად თამამად ჩაცმულს.

image

ნუკი კოშკელიშვილი პოპულარული ტელეწამყვანი და მოდელია. გოგონამ თამამი ფოტოები უკვე პოპულარულმა გადაიღო. ნუკი ამტკიცებს, რომ ეს ფოტოები თავისთვის გადაიღო და მათი გამოქვეყნების თაობაზე ბევრი იფიქრა. image

image
ლიზა ყენია განსაკუთრებულად თამამი ფოტოებით არ გამოირჩევა, მაგრამ მისი საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოც კი ყვითელი პრესის ფურცლებზე ხვდება. image

imageრატი წითელაძე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. თავად, იმაში, რომ სპორტსმენი წელს ზემოთ შიშველ ფოტოებს იღებს სკანდალურს ვერაფერს ხედავს. image

image
ახლადგაღვიძებული და უმაქმანო თინა მახარაძის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე რამდენიმე წუთში მოიცვა.

image

ულამაზესი სხეულის პატრონი ქრისტინე იმედაძე მზესუმზირის რეკლამისათვის გაშიშვლდა. სკანდალმაც არ დააყოვნა.image

image
მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე.

image

და ბოლოს, სტეფანე მღებრიშვილის სკანდალური სელფი.

3
689
9-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
689
  
2014, 17 დეკემბერი, 21:45
სრული სიმართლეა...
2014, 17 დეკემბერი, 6:42
სკანდალების მოყვარული - პალიტრა :D
2014, 17 დეკემბერი, 2:32
არის უფრო კარგი და ნათელი გზა ,ვიდრე უსირცხვილო სხეულის გამოჩენა ....უპატრონო ბავშვებს და მოხუცებს მოუარეთ,გრზელი კაბა გინდათ გეცვათ მაინც პოპულიარობას და სახელს მოიხვეწთ და ღმერთთანაც არ შეგრცხვებათ მისვლა როცა დრო მოგივათ
0 1 3