x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ანა მარგველაშვილი გათხოვდა, ვინ არის და რას საქმიანობს პრეზიდენტის სიძე?
image
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი მამაზე არანაკლებ პოპულარულია. გოგონა საზღვარგარეთ იზრდებოდა და საქართველოში სულ რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა. ანა ყველასაგან გამორჩეული და თავისუფალი ადამიანია. იმ ფაქტმა, რომ ის პრეზიდენტის ქალიშვილია მასზე, მის ცხოვრების წესსა და თავისუფლების ხარისხზე დიდი ზეგავლინა ვერ მოახდინა. მის ყოველი ნაბიჯი, ფოტო თუ ვიდეო ყვითელი პრესისა და საზოგადოების განხილვის საგანია. ყვითელ პრესას არ წყალობს, მაგრამ სკანდალებში უნებურად ეხვევა. მის მეგობრებს თუ დავუჯერებთ, ანას საკუთარი ცხოვრების წესი აქვს და ის მამის მდგომარეობის გამო არ შეუცვლია.

image

ბევრს საუბობდნენ, იმაზე რომ ანას რომანი ჰქონდა ლევან ჩიჩუასთან, იგივე თიელთან. ეს ყველაფერი ჭორები აღმოჩნდა. ანას რჩეული თიელის ძმა, გიგი ჩიჩუა გახლავთ. წყვილი სოციალურ ქსელში დაქორწინების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მილოცვებსაც იღებს. გიგი 22 წლისაა, ძმის მსგავსად ისიც მუსიკითაა დაკავებული. გიგი დიჯეი გახლავთ და რამდენიმე ბარში უკრავს. როგორც ამბობენ, ის საკმაოდ წარმატებული და პოპულარული ადამიანია საკუთარ სფეროში. წყვილის ურთიერთობის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ანა მარგველაშვილის დედინაცვალი მაკა ჩიჩუა გახლავთ. ანა მაკას ქალიშვილთან მეგობრობდა და სწორედ ქალიშვილების წყალობით გაიცნო გიორგი მარგველაშვილმა ამჟამინდელი პირველი ლედი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ანას ქმარი და დედინაცვალი ერთ გვარს ატარებენ. საინტერესოა, ეს უბრალო დამთხვევაა, თუ ყველაფერის უკან ნათესავური კავშირი იმალება. ანას სულ მალე კიდევ ერთი სიხარული ელის, მალე ძმაა ეყოლება.


ვუსურვოთ ანას და გიგის წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

imageimageimageimageimage




7
3870
22-ს მოსწონს
8-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
3870
  
2014, 20 დეკემბერი, 3:15
რატომ უნდა მაინტერესებდეს საერთოდ ამ გოგოს ამბავი და პირადი ცხოვრება,რაში მაინტერესებს გათხოვდა თუ გამოთხოვდა ან რას ჭამს რა აცვია და რას საქმიანობს,რაში მაინტერესებს რაცუნდა ის უქნია ამისთანა გოგო მილიონია საქართველოში და ყველას თავის ცხოვრება აქვს,მეტი საქმე არ მაქვს სხვის ცხოვრებას ვადევნო თვალყური, დიდი ამბავი თუ პრეზიდენტის შვილია,ჩვეულებრივი ჩინოვნიკის შვილია ღმერთის შვილი კიარა...
2014, 19 დეკემბერი, 16:24
უკვე დაადასტურეს. რაც შეეხება ანას, მას მეგობრებთან აქვს პრეტენზია, რატომ დაუდასტურეს პრესას ინფორმაციაო. რაც იმას ნამდვილად არ ნიშნავს რომ არ გათხოვილა.
2014, 19 დეკემბერი, 16:21
ნაკლებად ვნერვიულობ, უბრალოდ ბევრ საიტზე ვნახე სტატიები, სადაც არ ადასტურებენ მის გათხოვებას, პირადად ანაც კი და ამიტომ დავწერე. თქვენი საპრეტენზიო არაფერი მაქვს. სწორედ მაგიტომ აღარ ვწერ სტატიებს და უბრალოდ ვკითხულობ, ბევრჯერ დამებლოკა.
2014, 19 დეკემბერი, 16:00
გათხოვდა, რაც მისმა მაზლმა დაადასტურა. ასე, რომ არ ინერვიულოთ. :)
2014, 19 დეკემბერი, 15:46
რამდენადაც ცნობილი გახდა არ გათხოვილა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა რამდენადაც ვიცი, წესის დარღვევაა.
2014, 18 დეკემბერი, 12:31
ნუ დაესევით ეხლა ამ ხალხს, ბედნიერება ვუსურვოთ !
2014, 16 დეკემბერი, 21:10
საინტერესოა
0 1 7