ორსულობა და ბავშვი ორსულთა კვება 2014, 16 დეკემბერი, 0:28 ორსულობისას სათანადო კვება ძალზედ მნიშვნელოვანიანაყოფის ოპტიმალური განვითარებისა და დედის ჯამთელობისთვის. ორსული ქალის კვების ბალანსი, დიეტა და წონაში საურველი მატების გეგმა უნდა შეიმუშაოს ექიმმა ორლულობის პერიოდში ვიზიტებისას. ორსულობისას დედის წონაში მატების ნორმები: 1.5-2 კგ პირველი სამი თვის განმავლობაში. 1.5 კგ ყოველ მომდევნო თვეში. ორსული ქალის საკვები პროდუქტების პირამიდა შედგება ესე, ცხიმები და ტკბილეულობა, ცილები, ხილი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული, პურეული ბურღულეული და მარცვლეული. პურეული, ბურღულეული მარცვლეული: მოცემულ ჯგუფში შემავალი საკვები, პურ ფუნთუშეული, ბურრული, მაკარონი, კარტოფილი და ა.შ. :ორსულს უზრუნველყოფს ენერგიით, შეიცავენ კალციუმს, რკინას და თუთიას, ამ პროდუქტებში შემავალი უჯრედისი ხელს უშლის ორსულობის დროს ყაბზობის განვითარებას. ბოსტნეული და ხილი: მოცემულ ჯგუფში შემავალი საკვები, სტაფილო მწვანილი, პომიდორი, ისპანახი, წიწაკა, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კარტოფილი, მუხუდო, მწვანე ლობიო, სიმინდი. ხილიდან კი უნდა მიირთვათ ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, მარწუვი, კივი, ვაშლი, ბანანი, ყურძენი, ატამი, ქიშმიში, მსხალი ანანასი, საზამტრო. ეხ ხილი ორსულისტვის წარმოადგენს, ვიტამინებისა და მინერალების საუკეთესო წყაროს, ფოლიუმის მჟავისა და რკინის ჩათვლით, რაც ხელს უშლის ანემიის განვითარებას. უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით, ბოსტნეულში შემავალი უჯრედისი ხელს უწყობს ყაბზობის თავიდან აცილებას. რძე და რძის პროდუქტები: მოცემულ ჯგუფში შემავალი საკვები, რძე, მაწონი, ყველი, ხაჭო, არაჟანი. შეიცავს კალციუმს, რაც აუცილებელია ბავშვის ჯანსაღი ძვლოვანი და ნერვული სისტემების, კბილებისა და კუნთებისათვის. რძის პროდუქტები, აგრეთვე, არის ცილის, სხვა მინერალების A და B ვიტამინების წყარო. ცილის შეცველი საკვები: მოცემულ ჯგუფში შემავალი საკვებია, ბოსტნეული რომელიც ცილებს სეიცავს, ცხოველური ცხიმები, მომზადებული მშრალი ლობიო ან მუხუდო, წიწილი, ინდაური, თევზი, თხილი, ხორცი, რორის ხორცი, კვერცხი. შეიცავს ცილას, თუთია და B ვიტამინებს, რაც საჭიროა ძვლოვანი და ნერვული სისტემისათვის, კუნთებისა და სისხლისათვის. ხორცი, განსაკუთრებით კი საქონლის ღვიძლი, თირკმელი და ელენთა, წარმოადგენს რკინის საუკეთესო წყაროს. . ცხიმები, ზეთები, ტკბილეული: მოცემულ ჯგუფში შემავალი საკვებია. კარაქი მარგანინი, ზეთები, შაქარი, ტკბილი სასმელები. ეს საკვები მდიდარია კალორიებით, მაგრამ კვებითი ღირებულებით ჩამორჩება სხვა საკვებ პროდუქტებს. უმჯობესია, რომ ეს პროდუქტები სხვა ჯგუფებში შემავალი საკვების შემცვლელად არ გამოვიყენოთ. სხვა და სხა საკვები ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის სხა და სხვა ნაწილების განვიტარებას. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების თავიდან ასაცილებლად. ეს ვიტამინი არსებითია აგრეთვე წითელი უჯრედისის წარმოსაქმნელად. ფოლიუმის მჟავის სემცველი საკვებია ციტრუსოვანი ხილი და წვენი, ფოტლოვანი, მწვანე ბოსტნეული, ყველაზე დიდი რაოდენობით მას შეიცავს საქონლის რვიძლი. რკინა საჭიროა დედისა და ნაყოფისსისხლის უჯრედისის წარმოსაქმნელად. რკინა დიდი რაოდენობით ცხოველურ საკვებშია, იოდი არეგულირებს ზრდისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესს, იოდის ნაკლებობა ბავშვის ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენილობის ძირითადი მიზეზია. იოდის ნაკლებობა ზრდის დედათა სიკვდილიანობას, აბორტის, ნაადრევი მშობიარობისა და მკვდარშობადობის რისკს. კალციუმი ხელს უწყობს ბავშვის ძვლებისა და კუნთების განვითარებასა და გულის სწორ ფუნქციონირებას. კალციუმის ძირითადი წყაროა, რძე და რძის პროდუქტები, აგრეტვე პარკოსანი მცენარეები, კომბოსტო თხილი, და ჩირი. 901 5-ს მოსწონს
|